ვიდეო: ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
კრიმინალი • 1675055816 1250

ახალი დეტალები ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეში - "კურიერმა" დაადგინა დაზარალებულის ვინაობა.
ქალი, რომლის მკვლელობაც გამოძიების ინფორმაციით, შვილიშვილმა დაუკვეთა, "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66 პროცენტიანი წილის მფლობელი ვალენტინა საყვარელიძეა.
დაკავებულის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.
ჭავჭავაძის გამზირი ის ადგილია, სადაც 26 წლის მამაკაცი ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით დააკავეს. ჭავჭავაძის 75-ში ცხოვრობს თავად ბებიაც, რომლის მკვლელობისთვის ბრალდებული დაქირავებულ პირს 150 ათას დოლარს დაჰპირდა. მეზობლები დაკავების ფაქტის თვითმხილველები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ანგარებაა. ამაზე მიანიშნებს ვალენტინა საყვარელიძის ქონებრივი მდგომარეობაც. 72 წლის ქალი "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის» რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66 %-იან წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე.
სვეტლანა საყვარელიძემ ცოტა ხნის წინ გაასხვისა ძვირადღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.
პროკურატურის ინფორმაციით, შვილიშვილმა პოტენციური მკვლელი ბებიის საცხოვრებელ მისამართზე თავად მიიყვანა.

23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5768 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.0014 ლარი შეადგ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679595466

Bloomberg - ის ინფორმაციით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში თავისი დაქირავებული მებრძოლების ომში მონაწილეობის შეჩერებას აპირებს. სავარაუდო გადაწყვეტილების მიზეზი კი რუსეთის მიერ, ვა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679595335

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის საგარეო კურსი უცნაურად შეიცვალა. „ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა. მე არ ვიცი რა...
პოლიტიკა • 1679595219

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679594436

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სამართალი • 1679594167

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956