Art-გენის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება
კულტურა • 1658663680 105

დღეს, ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
დასკვნით კონცერტამდე, მაყურებელი ასევე მოუსმენს „ბერიკაცებს", ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს". დღესვე Art-გენის სცენა უმასპინძლებს: თუშეთის და კახეთის რეგიონულ ანსამბლებს.
ფესტივალი 15 ივლისსს „სუხიშვილების" ახალი პროგრამის კონცერტით გაიხსნა.
16, 17, 22 და 23 ივლისს, Gaga Fran-ის REggaeon-ის ნინო ქათამაძის და სანდრო ნიკოლაძის კონცერტები გაიმართა.
Art-გენის სცენა დაეთმო ასევე: ქართული ბრძოლის ამბავს „ჰოროლს", სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს", „გორდელას", ანსამბლებს: „ქალილოს", „ძირიანს", „მესხეთს" და „ადილეის"
არტ-გენი 2022 რეგიონული ტრუნეთი 9 ივლისს, რუსთავში, Gaga Fran-ის, ნიაზ დიასამიძის , Reggaeon-ის და „სუხიშვილების კონცერტით გაიხსნა.
ფესტივალის რეგიონული ტურნე 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება, სადაც „ჩვენებურების" და „გორდელას" კონცერტები გაიმართება. ასევე მოეწყობა „ჰოროლის" ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
ფესტივალის მთავარი სპონსორია "ავერსი", გენერალური სპონსორი - „ნიკორა". ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: პირველი არხი, „თიბისი", ლუდი „ნატახტარი", „ნაბეღლავი", „მილდიანი".
ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არტგენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.
წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...
საზოგადოება • 1696264651

ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
საზოგადოება • 1696262986