გასანადგურებლად განწირული ლევილის მამული - რა განცხადებას ავრცელებს წულუკიანის უწყება

კულტურა 1672766960

ლევილი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საფრანგეთში ლევილის მამულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, იგი განადგურების პირასაა მისული.

როგორც სამინისტრო ამტკიცებს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მათივე თქმით, სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების ეტაპობრივი დაარქივება დაიწყეს, რათა დოკუმენტები სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსდეს.

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სხვენში არაერთი წლის მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა არამარტო სხვენს, არამედ მთლიანად შატოსაც, შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს (საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ).

მანამდე კი, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან“, - წერს კულტურის სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, ლევილის მამულის გუშაგის სახლში 2022 წლის ნოემბერში დაიწყო სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულება 251,891.74 ევროა. ამის პარალელურად კი მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია.

„ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება (2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო.

რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად.

რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა.

სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა. გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა, მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი სრულად აღრიცხა, პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად. ლევილის მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი წინ უძღვის საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და პარკში ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად, პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას. 2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია “Scop Val’Emploi“-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, კომპანიამ სკოპ ვალ’ამპლუა ემანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები (გადაბელვა-მოჭრა დაახლოებით 30 ხეზე) 5977,80€ ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევილის მამულები განადგურების პირასაა. გამოქვეყნდა ფოტოებიც.

ლევილის მამული საქართველოს კულტურის სამინისტროს 2021 წლის ივნისიდან გადმოეცა. მის მოვლაზე პასუხისმგებელი სწორედ კულტურის სამინისტროა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხერხეულიძე
"ამით ის გოიმი კაციც კაიფობს; რამდენად ველურადაც მოიქცევით, მით უფრო წინ გადაინაცვლებთ სიაში" - ეკა ხერხეულიძე ზავრადაშვილზე

 ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ცხენებით დარბიხართ რუსთაველზე, წყლის შესხმა არ მიკვირს - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას და რამდენიმე წუთის წი...

პოლიტიკა 1716907306

წყლის შესხმა ირმა ზავარდაშვილი
ვიდეო - ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა

ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში.   

პოლიტიკა 1716906156

პაპუასვილის მანქანა
პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა მანქანით დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანო იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე დასკვნით ეტაპზე მიდის სასესიო სხდომა. რამდენიმე წუთში რუსულ კანონზ...

პოლიტიკა 1716905967

ვერე ცხაურები
ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო, რომლის სისტემატური შემოწმება და გასუფთავება ხდება. ცხაურების გ...

საზოგადოება 1716904581

ხოფერია
„მიშას ძუკნა... რა იცი, შე ბოზო, რა არის სინდისი“ - ხათუნა ხოფერია ხატია დეკანოიძეს

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: დეკანოიძე- მიშას ძუკნა, უკრაინიდან გამიგდებული მეძავი, რამდენს ბედავს?!… სინდისიო… რა იცი, შე ბოზო, რა არის სინდისი…  

სოცმედია 1716903926

ვოლსკის შვილი
ვოლსკის შვილს ვაშინგტონში $476 000-იანი სახლი აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსული კანონის მიმღები დეპუტატის,  გია ვოლსკის შვილს აშშ-ში სახლი აქვს. სტუდია მონიტორის ინფორმაციით, სანდრო ვოლსკიმ ვაშინგტონში სახლი 2019 წელს, 476 000-დოლარად შეიძინა....

პოლიტიკა 1716903433