ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ ხვალ გაიმართება
კულტურა • 1639126030 24

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ხვალ ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ გაიმართება. მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსებისგან შემდგარ კვინტეტთან ერთად, კონტრაბასისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდის, კლინტ ისტვუდის ვაჟი, კაილ ისტვუდი წარდგება.
დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს მსოფლიო აღიარების საპრემიერო ალბომი „სინემატიკი“, რომელიც BBC-ის შეფასებით, საუკუნეებს გაუძლებს. ალბომში შესულია ისტვუდის ბენდის წევრთა მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული 11 ნაწარმოები.
მუსიკალურ სამყაროში 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ისტვუდი აღიარებულია, როგორც ნიჭიერი შემოქმედი და ექვსი ალბომის შემქმნელი ნოვატორი ჯაზმენი.
ფესტივალი „თბილისი რიტმი“ 2017 წელს დაარსდა. იგი ოფიციალურად სამმა ვირტუოზმა მუსიკოსმა - რიშარ გალიანომ, პაოლო ფრეზუმ და იან ლუნდგრენმა პროექტით - „მარე ნოსტრუმ“ გახსნა. ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურათაშორის ინტეგრაციას, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის განვითარების ხელშეწყობას, ცნობილი უცხოელი არტისტების მოწვევით კონცერტების ორგანიზებასა და ფართო ასპარეზზე ქართველ შემრულებელთა წარმოჩენას.
გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზის გამო, ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ სამი პროგრამის ნაცვლად, მხოლოდ ერთ საერთაშორისო პროექტს უმასპინძლებს.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შესული გემები დასანქცირებული არაა. მათივე ინფორმაციით, ერთი გენი დატვირთულია სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი ტრ...
პოლიტიკა • 1657032798

უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა- გადაწყვეტილება ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032351

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657032235

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. შენობაში, რომელიც წლებია მიტოვებული და უფუნქციოა გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია ს...
შემთხვევა • 1657031161

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657030016