საბა 2024 დაიწყო!

კულტურა 1708092495

საბა

წელს ლიტერატურული კონკურსი „საბა“  ოცდამეორედ ჩატარდება. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge

 

განაცხადების მიღება 4 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

 

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პოეტური კრებული

3. საუკეთესო პროზაული კრებული

4. საუკეთესო პიესა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 5000-მდე წიგნი განიხილა, 200-ზე მეტი პრემია გასცა და 170-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.

ტრადიციულად, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ზაფხულში გახდება ცნობილი, ხოლო გვიან შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბოკუჩავა ენმ
„დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცესკოს, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში“ - თინა ბოკუჩავა

“ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე და დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი “ერთიანო...

პოლიტიკა 1731411184

გია ხუხაშვილი
„Back in the U.S.S.R.“ - გია ხუხაშვილი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: რა ხდება აფხაზეთში?შეიქმნა აფხაზეთის ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაში ყოვლისმომცველი ინტეგრაცის სამართლებრივი საფუძვლები.ეს არის ოკუპაციის ფინალური, შეუქცევადი ფაზა…რომ იცოდეთ...

პოლიტიკა 1731411017

ევროკავშირი
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიიღო 2023 წელს EU-ში ბინადრობის ნებართვა - სტატისტიკა

2023 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბინადრობის ნებართვა საქართველოს 33 898 მოქალაქეზე გასცეს - ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემთა ბაზაში ვკითხულობთ. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 19 411...

პოლიტიკა 1731410896

გვარამია სიის ჩახსნა
"არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის

კოალიცია "ცვლილებისთვის" პარლამენტში შესვლას არ აპირებს - განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გაერთიანების ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.   მისი თქმით, არჩევნები მოპარულია,...

პოლიტიკა 1731410749

საქართველო-ევოკავშირი დროშა.jpg
"საქართველოს სუვერენიტეტი საფრთხეშია... " -ყოფილი თანამდებობის პირების, სასამართლო, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლების მიმართვა აშშ-ს, EU-სა და ბრიტანეთის ლიდერებს

საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გ...

პოლიტიკა 1731409260

საახალწლო განათებები
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.   მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სად...

საზოგადოება 1731409184