შეხვედრების სერია დიმიტრი კრიმოვთან სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

კულტურა 1683716153    100

კრიმოვი

9, 10, და 11 მაისს,  სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის დიმიტრი კრიმოვის სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლებს.

 

სოხუმის თეატრის მსახიობების გარდა,  სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა თეატრის 15 მსახიობი მიიღებს. შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი კრიმოვი მსახიობებთან იმუშავებს მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ორი წარმომადგენლის, უილიამ შექსპირისა და ანტონ ჩეხოვის, პიესებზე.

 

სამუშაო შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, დარგის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას. ცნობილი რეჟისორი აუდიტორიას უნიკალურ მხატვრულ ენას გაუზიარებს.

2023 წლის 12 მაისს კი, 18.00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფართო აუდიტორიისთვის, გაიმართება დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო, სადაც ნაჩვენები იქნება ეპიზოდები მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან.

„ჩემი სახელით და ყველა მონაწილე თეატრის მსახიობების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის საქართველოში ჩამოყვანა. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი მასპინძლობს მას და დაუვუწყარ შთაბეჭდილებებს ვჩუქნით თეატრის მოყვარულებს“,  - დავით საყვარელიძე - სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

„15 წლის წინ ვნახე კრიმოვის OPUS #7 და მივხვდი, რომ, მხატვრული ღირებულების გარდა, იყო კიდევ სხვა რამ, რამაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ეს იყო მცდელობა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი წარსულის და მომავლის შესახებ დაუფარავად, ობიექტურად საუბარი, თუნდაც დიდი ტკივილის ფასად. დღეს 2023 წელია და რა ბედნიერებაა, რომ ეს ხელოვანი კვლავ თავისი შეხედულებების ერთგულია“, - ნინო კასრაძე

 

ბილეთები ხელმისაწვდომია TKT.GE-ზე

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „სილქ ჰოსფითალითი“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი თავდგირიძე
"არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასადურ დემოკრატიასო" - რას წერს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...

სოცმედია 1695932700

არჩილ გამზარდია
"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ" - რას წერს არჩილ გამზარდია

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული.  სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...

სოცმედია 1695932400

ბიჭი
"მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე, სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს..." - გურიაში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...

სოცმედია 1695931800

სოხუმი
„გაეძრობა მერე შენივე "ტრ**იპერო" ქართველი და - სეპარატისტებთან დიალოგი გვჭირდებაო“ - ბესო ლორია

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს  გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...

სოცმედია 1695931500

ნუგზარ-სულაშვილი-1.jpg
"მეომრებს არ ჩაგვიფსია. ჩაიფსა ხელისუფლებმა და მას შემდეგ, დღემდე ჩაფსმული დადის!!!“ - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...

სოცმედია 1695931500

ლომჯარია
ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია - ნიკა გვარამია

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...

პოლიტიკა 1695930900