თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

კულტურა 1636527253    56

ფესტივალი

დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული, თბილისის მე-13 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება, რომელიც 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი შემოდგომის კულტურული ცხოვრებისა და ფესტივალების ბრწყინვალე კასკადს, როგორც წესი სექტემბერში იწყებს, მაგრამ წელს პანდემიის სირთულეებიდან გამომდინარე, ნოემბერში გადაინაცვლა.

ფესტივალი წელს ორ დიდ მთავარ მოვლენას უმასპინძლებს: ჯეიმს ტიერის წარმოდგენით -„მოს კონცერტი“ და მიხეილ ბარიშნიკოვს მხატვრული ინსტალაცია ფილმით - „არც ერთხელ“. ასევე, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ვორქშოფებს და მასტერკლასებს ითვალისწინებს, რომლის თემაც საშემსრულებლო ხელოვნებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. 13 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, ასევე, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. თეატრალურმა ღონისძიებამ მათთან ერთად, უმასპინძლა კომპანიებს, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისკენ.

ბილეთები იყიდება 5 ნოემბრიდან.

ფესტივალის პროგრამა:

 

10, 11 ნოემბერი

მოს კონცერტი

ლა კომპანი დიუ ანეტონ (მაისის ხოჭოს კომპანია)

 

რეჟისორი, კომპოზიტორი, დიზაინერი, ქორეოგრაფი - ჯეიმს ტიერი

 

20 – 22 ნოემბერი

იან ფაბრი / მიხაილ ბარიშნიკოვი

არც ერთხელ

მხატვრული ინსტალაცია ფილმით

ფილმის რეჟისორები: იან ფაბრი და ფილ გრიფინი

 

ვორქშოფები:

 

29 ნოემბერი - პირველი დეკემბერი

ტრანსფორმაცია

გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება

ჯაილზ ფორმანი სამსახიობო ოსტატობის ცენტრი, დიდი ბრიტანეთი

 

2, 3 დეკემბერი

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, გერმანია

ციფრული ტექსტილები

 

6 – 10 დეკემბერი

ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისთვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად, გერმანია

კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოლენა ზელენსკა
„უკრაინამ რუსეთიდან 387 გატაცებული ბავშვი დააბრუნა“ - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნვ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1702102427

ლენტიი
„უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე“

ჟურნალისტი რაულ ქირია სოცქსელში წერს: „გუშინ საღამოს უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს Nino ს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე სახლთან, სადაც კამერებმა დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. პირი იდენტიფიცირებულ...

სოცმედია 1702102207

ანკა ვასაძე
ვიდეო: „13 წელია ერთად ვართ, მგონი, უკვე შეეჩვია.. დათმობა და ხელშეწყობაა ნამდვილი სიყვარული, როცა მეუღლის ბედნიერების გულისთვის შეგიძლია გარკვეულ დათმობაზე წასვლა“ – ანკა ვასაძე

მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯ...

საზოგადოება 1702102133

ვაშაძე
„მოვუწოდებ ხატიასაც და ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ - ჩვენ ჩვენი გზა, გეგმები გვაქვს მიშასთან და თანაგუნდელებთან ერთად“ - გიორგი ვაშაძე

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...

პოლიტიკა 1702101948

ჰერჩინსკი
„კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია“ - პაველ ჰერჩინსკი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...

პოლიტიკა 1702101814

სტეპ ოლიმპიადა
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  STEM ოლიმპიადაზე 200-მდე სკოლა დარეგისტრირდა

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1702101625