კულტურა • 1631789022 42
17 სექტემბერიდან „პროპაგანდას“ ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების ბიენალე- Oxygen გაიმართება.
ყოველწლიური ჯგუფური გამოფენის რიგით მეოთხე გამოშვება ფართომასშტაბიან რეგიონალურ ღონისძიებად გარდაიქმნა. თავდაპირველად Oxygen საქართველოს თანამედროვე ხელოვნების სცენის საკვანძო ტენდენციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. 2020 წლიდან ყოველი გამოშვების კონცეფცია, სტრუქტურა და თემა, ახალი კურატორის ჩანაფიქრზე გახდა ადაპტირებული. გამოფენის პროგრამამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით კი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის არსებული რეგიონალური დიალოგის კუთხით.
2021 წელს ღონისძიებამ მასშტაბის და ფორმატის შემდგომი ცვლილება განიცადა და Oxygen ბიენალედ გამოცხადდა. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen 2021 სერ სერპასის და ქეთევან შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით "გადანაცვლების რიტუალები." პროგრამა აერთიანებს: 30-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევარს საქართველოდან და მის ფარგლებს გარეთ; სხვადასხვა საგანმანათლებლო, თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებს.
გადანაცვლების რიტუალები, #ეთერში
ეკრანებიდან გადავადებულ ყოველდღიურობაში, ეკრანულ ცხოვრებაში, რომელიც ხელოვნების მასობრივ ღონისძიებებზე მოგონებებითაა გაჯერებული, პროექტი ადამიანის ერთი ჯგუფური იდენტობისადმი კუთვნილებიდან, მეორეში გადასვლის რთულ პროცესზე რეფლექსირებს. ის ასახავს კომპლექსურ მდგომარეობას, რომელიც მიკუთვნებულობის განცდებს შორის ისადგურებს და ამ პროცესის შესაბამის მოქმედებებს თუ აქტივობებს წარმოშობს -” სპექტაკლებს”, რომელიც ამ ეტაპის აღმნიშვნელია. ანთროპოლოგმა არტურ ვარ გენეპმა Სწორედ ამ ფაზას შეუსაბამა ტერმინი “გადანაცვლების რიტუალები” (1909 წ.), როდესაც ინდივიდი და მთელი მისი არსება ტრანზიტულ მოცემულობაშია, გაუცხოებულ და განუსაზღვრელ კრიტიკულ მდგომარეობაში და ბინარულობებს შორის მოქმედებს. ბიენალეც სწორედ ამ ლიმინალურ ფაზაზე ისაუბრებს: მის კოლექტიურ, პირად და გლობალურ განზომილებებზე და თავად გახდება ეთერული სხეული. 2021 წლის ბიენალე Oxygen #ეთერში ჩატარდება: Oxygen - როგორც ჟანგბადის ბუნებრივი ქმედება, როგორც ერთიანი, ჰოლისტური მთლიანობა ჰაერში დარჩება - ე.ი. არა არსად - არამედ ყველგან.
დამთვალიერებელი ნამუშევრებს მედია-სიუჟეტების საშუალებით გაიცნობს.როდესაც მიყვება ჰეშთეგებს: #intheether #ეთერში.
მედია პარტნიორები:
Facebook:Artarea/Tv2.0 Propaganda.network Stamba Hotel TBC Concept - თიბისი კონცეპტი
Instagram: artareatv2.0; Oxygen_biennial; propaganda.network; stamba.hotel; tbc_concept
Web: www.oxygen.propaganda.network; www.helloblog.ge
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...
სოცმედია • 1702066800
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...
კრიმინალი • 1702066500
სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...
შემთხვევა • 1702066200
თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუში...
საზოგადოება • 1702065900
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.
ეს საინტერესოა • 1702065300
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...
საზოგადოება • 1702064744
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი