წელს საქართველო „ოსკარზე" ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს" წარადგენს
კულტურა • 1637749942 48

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი" იბრძოლებს. ფილმის ოსკარზე ნომინაციის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.
ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს.
ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები - კახი კავსაძე, გიორგი ტაბიძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი, თორნიკე ბზიავა. კახი კავსაძის პერსონაჟი, არტისტის ბოლო კინოროლია. სწორედ ამიტომ, „მეოთხე ბრაიტონი" ლეგენდარული მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.
„მეოთხე ბრაიტონისთვის" სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგემლი ოპერატორი კი, „ოსკარზე" საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია.
„მეოთხე ბრაიტონის" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში, მთავარი ჯილდოების მფლობელი გახდა.
პრემიერის შემდეგ, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი აღიარება და პრიზი მოიპოვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები არერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა.ფილმის აშშ-სა და კანადაში გაქირავების უფლებები ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კინო კომპანიამ - "კინო ლორბერმ" შეიძინა.
თბილისის რიგით 22-ე საერთასორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, გაიმართება „მეოთხე ბრაიტონის" პრემიერა.
თიბისი კონცეპტი, როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, ქართული კინოს პოპულარიზაცის მიზნით, კინომოყვარულებსა და მომხმარებლებს, ფილმის ექსკლუზიურ ჩვენებასა და საინტერესო შეხვედრებს პირდება.
ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.

"იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გა...
პოლიტიკა • 1657050749

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და სახალხო მოძრაობის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც ტექნიკური მთავრობს ჩამოყალიბებას გულისხმობს, ნიკა გვარამია ციხიდან "რექაციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში...
პოლიტიკა • 1657050454

ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერ...
პოლიტიკა • 1657050204

წინ სალოს სიცოცხლის გადასარჩენად მეგობრებო ერთმანეთის მხარდამხარ! უკან დახევა გამორიცხულია!!!! ახლა მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება იმისთვის რომ მზად ვიყოთ საბოლოო შერკინებისთვის!!! 16 წლის სალომე ქ...
საზოგადოება • 1657049100

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვ...
საზოგადოება • 1657046820

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღ...
საზოგადოება • 1657037232