წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო სეზონის თარიღები ცნობილია!
კულტურა • 1670218080 104

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე, საიუბილეო სეზონის თარიღები ცნობილია!
2023 წელს, ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს, ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.
წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.
ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში.
ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.
გვაქვს სასიხარულო ამბავი - მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ-ს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი. დროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელიც იქნება და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება,“ - განაცხადა დავით საყვარელიძემ, წინანდლის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა.
წყარო: "ბილბორდ საქართველო" billboard.com.ge

დავით ზურაბიშვილი: “იარე ლიზას” გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ხანდახან თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს არ ვიცით ან თითქოს ყველაფერი სხვანაირადაა....
სოცმედია • 1695959825

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...
პოლიტიკა • 1695959631

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...
პოლიტიკა • 1695959507

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას? 10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...
პოლიტიკა • 1695959362

ლელა კაკულიას გვერდი აქვეყნებს წინასწარმეტყველებას, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. „გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა: 2023 წლის 8 აგვისტო ამწ...
სოცმედია • 1695959204

"კურიერმა" მოიპოვა იმ ქალის ჩვენება, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 30 წლის ქალი ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ 8 თვე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატი ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზ...
კრიმინალი • 1695959123