წიქარა - მუზეუმი მუზეუმში

კულტურა 1648810367    97

წიქარა

დღეს, 18:00 საათზე, მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიხსნება გამოფენა „წიქარა - მუზეუმი მუზეუმში“.

პროექტის იდეის ავტორები, კურატორები და ილუსტრატორები არიან გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი. ექსპოზიცია აერთიანებს  როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებს.

გამოფენა  პირველად, 2018 წლის ოქტომბერში, პროექტის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სტუმარი ქვეყანა - საქართველო“  კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკფურტში, შტრუველპეტერის მუზეუმში წარადგინეს. ის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, შტრუველპეტერის მუზეუმის და თიბისის ხელშეწყობით განხორციელდა. მასზე სტუდია „ილუსტრატორი“ და „კონტაქტი“ მუშაობდნენ.

„მუზეუმი ძველ ქართულ ზღაპარს „წიქარას“ მოგვითხრობს. ზღაპარი სივრცეში ცოცხლდება და დამთვალიერებელს დროში და სხვა სინამდვილეში მოგზაურობას სთავაზობს. ზღაპრული საქართველო, წიქარას მუზეუმში ერთ - ერთი მთავარი გმირია. ქვეყნის არქიტექტურა, გეოგრაფია, ყოფა - ცხოვრება, მუზეუმში სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული.

მუზეუმის ავტორებმა ბიბლიოთეკებსა და არქივებში ზღაპრის სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა ნაწილი მოიძიეს და გააერთიანეს. წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია, იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა. ჩვენამდე ბევრჯერ თქმულმა ამბავმა საიდუმლოს, განტოლების სახით მოაღწია. საიდუმლოს, რომელიც ყოველი მოყოლის დროს თავიდან უნდა ამოვხსნათ და პასუხი გავცეთ კითხვას - გვჯერა თუ არა? რისიც გვჯერა, თუ არ მომხდარა, აუცილებლად მოხდება,“ - ამბობს მარიამ ნატროშვილი, არტისტი.

დღეიდან 4 კვირის განმავლობაში ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ გამოფენას მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე,  კვირის გარდა (დასვენების დღეებია 9 და  25 აპრილი), 10:00 დან 20:00 საათამდე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200

ეძებენ
ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­ში...

საზოგადოება 1702065900

ახალი წელი საათი
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსის რჩევები (ვიდეო)

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.

ეს საინტერესოა 1702065300

საქართველო ნაძვისხე
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...

საზოგადოება 1702064744