„არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად დეკემბერში“ - ორბანის მოწოდება მიშელს

მსოფლიო 1701755316    297

ორბანი პუტინი

რუსეთის მოკავშირე, უნგრეთის პრემიერი ევროპასთან ვაჭრობას განაგრძობს და პირდაპირ თუ ირიბად ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერს. თუ პუტინის თანამოაზრე ამ პოზიციაზე დარჩება, საფრთხე შეექმნება როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციასაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს  ვიქტორ ორბანი წერილს უგზავნის. ის შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად.  წერილში ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია - ამისთვის არასაკმარისია როგორც პოლიტიკური , ასევე, ტექნიკური მომზადების დონე. ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობა არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს უქმნის საფრთხეს. რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ამ მხრივ დიდი ალბათობით საქართველოსაც შეექმნება.

"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...

მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. [ რადიო თავისუფლება]

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 5 მარტს

4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8863 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557200

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 5 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლე...

საზოგადოება 1709554500

ფული
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუ...

კრიმინალი 1709550645

Tsu
7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში "ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება

7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლეგენდარული  ანსამბლი „ქართული ხმები" წარმოგიდგენთ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას - „წუთისოფელი".  კ...

საზოგადოება 1709549225

მუზ
კახა კალაძე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროექტს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა...

საზოგადოება 1709549147

psp
კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო „Hi Seoul Friends” და ქალაქ სეულის მერის მადლობის წერილი ქართულ კომპანია PSP-ს

უცხოურ კომპანიებს  „Hi Seoul Friends” ჯილდოს ანიჭებს ქალაქ სეულის მერია, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად კორეული კომპანიებთან გამორჩეული და წარმატებული თანამშრომლობისთვის. PSP პირველი ქართული კომპანია...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709548922