მსოფლიო • 1701766746
გაერთიანებულ სამეფოში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს; ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს.
27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა. წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ღორებში გავრცელებულ გრიპის ვირუსების მგავს, მაგრამ განსხვავებულ ვირუსს.
პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ.
„სწრაფად ვმუშაობთ, რათა მივაკვლიოთ ახლო კონტაქტებს და შევამციროთ ნებისმიერი პოტენციური გავრცელება. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა გავიგოთ, როგორ დაინფიცირდა ეს ინდივიდი და შევაფასოთ, არის თუ არა მასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევებიც“, — ამბობს UKHSA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეერა ჩანდი.
რესპირატორული სიმპტომების გაჩენის შემდეგ, ჩრდილოეთ იორკშირელი პაციენტი ექიმმა 9 ნოემბერს გრიპზე გატესტა. მოგვიანებით, PCR ტესტმა H1N2 გამოავლინა.
ანონიმურად რჩება პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგრამ ცნობილია, რომ მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.
ღორის გრიპი A ტიპის გრიპის ვირუსებს მიეკუთვნება და მისი გავრცელება ღორებში ხშირად ხდება; ზოგჯერ ინფიცირდებიან ადამიანებიც.
გრიპის ვირუსები, რომლებიც ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს, მაგალითად, ფრინველებში, ცხენებში და ღორებში და რომლებიც სპორადულად აინფიცირებენ ადამიანებს, გრიპის ვირუსების ვარიანტების (შტამი) სახელით არის ცნობილი.
გრიპის A ქვეტიპებით, როგორიც არის H1N1v, H3N2v და H1N2v, ადამიანის ინფიცირების შემთხვევები აქამდეც არის დაფიქსირებული; აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, წელს აშშ-ში ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევები აგვისტოში დაფიქსირდა.
გაერთიანებულ სამეფოში H1N2v ადამიანებში აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა; UKHSA-ს მონაცემებით, 2005 წლიდან დღემდე, მსოფლიოში გამოვლენილია მხოლოდ 50 შემთხვევა.
ბრიტანეთის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტოს ვირუსოლოგის, იან ბრაუნის განცხადებით, ზოგადად, ამ ვირუსებს ადამიანიდან ადამიანზე გადადების უნარი არ აქვთ და როგორც წესი, ხდება ღორებთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით.
მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპის ვირუსებს ღორების პოპულაციებში ფართოდ გავრცელება და დაავადების გამოწვევა შეუძლია, აქვს სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ინფიცირებულ ღორებს აღენიშნებათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მსუბუქად ან საერთოდ არ არის გამოხატული.
ექსპერტთა განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლენილი შემთხვევა საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკის შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი ინფორმაცია შტამის შესახებ.
გლაზგოს უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ედ ჰატჩინსონი ამბობს, რომ გრიპის A ვირუსებს ზოგჯერ ახალ მასპინძელ სახეობებში დამკვიდრება შეუძლიათ.
„ადამიანის და ღორის გრიპის A ვირუსები შეიძლება „შეჯვარდნენ“, თუკი ერთ მასპინძელში აღმოჩნდებიან და წარმოქმნან ჰიბრიდული შთამომავლობა, რომლებიც კარგად არიან მორგებული ადამიანებში ზრდას; წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნური რეაქციები მათ ვერ ცნობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის A ვირუსების გავრცელების მონიტორინგი“, — განმარტავს ჰატჩინსონი.
გრიპის A ქვეტიპმა H1N1-მა უახლეს ისტორიაში უკვე გამოიწვია რამდენიმე ეპიდემია, მათ შორის, ღორის გრიპის პანდემია 2009 წელს. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინფექცია ადამიანებში სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
ის კონკრეტული შტამი, სახელად A(H1N1)pdm09, ახლა სეზონურად ბრუნდება ადამიანებში და ღორის გრიპს უკვე აღარ უწოდებენ. ის უკვე განსხვავდება ღორებში ამჟამად ცირკულირებადი ვირუსებისგან.
ადამიანებსა და ღორებში გრიპის ვირუსების გავრცელების შესამცირებლად, CDC გვირჩევს ხელების დაბანას ღორებთან კონტაქტის წინ და შემდეგ, არ ვჭამოთ ან დავლიოთ მათ სიახლოვეს და თავი ავარიდოთ ავადმყოფობის ნიშნების მქონე ღორებთან კონტაქტს.
ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...
პოლიტიკა • 1733242641
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...
პოლიტიკა • 1733241037
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...
პოლიტიკა • 1733240540
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი