ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამდგარმა გენერალმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარემ პეტრ პაველმა გაიმარჯვა
მსოფლიო • 1674929752 376

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა. მედიის ცნობით, მას ხმა ამომრჩეველთა 57,95%-მა მისცა.
ამომრჩეველთა 42,04%-ის მხარდაჭერა მიიღო ექსპრემიერმა, 68 წლის მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა.
პეტრ პაველი ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა.
მას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ფიალას აზრით, პაველი არის ის, ვისაც კონფლიქტების მოგვარება შეუძლია და არა მათი გაღვივება.
პეტრ პაველს გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში, ძვირფასი იქნება უკრაინის მხარდასაჭერად, ევროპის ერთიანობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679594436

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სამართალი • 1679594167

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტ...
პოლიტიკა • 1679581449

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე...
მსოფლიო • 1679580199

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება:მეგობარს “ებლატავები” იმ გათვლით, რომ შეეცოდები და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს ენას უჩლიქავ იმიტომ, რომ ხელის შემობრუნების გ...
სოცმედია • 1679577645