დაღუპულია 166 ადამიანი - რეკორდული სიცივე ავღანეთში
მსოფლიო • 1674990300 726

ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 166-ს მიაღწია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა არაერთხელ დაეცა -33 გრადუსამდე. ყინვებს თან ახლდა ძლიერი თოვლი. რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიაც გაითიშა. ადგილობრივი მეტეოროლოგების განცხადებით, ეს ზამთარი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ცივია.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 23 იანვრიდან ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბადახშანის პროვინციის სოფელში მწვავე რესპირატორული ინფექციით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობები ჰუმანიტარული მუშაკების ლოკაციამდე მისვლას ართულებს.
ჯანმომ სიკვდილის მიზეზად ასევე დაასახელა ხანძარი და გაზით მოწამვლა, რომელიც ასევე გათბობისთვის გამოიყენება.
ავღანეთი რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის გამო საერთაშორისო იზოლაციაშია. ქვეყანა უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. 38 მილიონი ადამიანის ნახევარზე მეტს არ აქვს უსაფრთხო საკვები, სამი მილიონი ბავშვი რეგულარულად განიცდის საკვების ნაკლებობას.
ავღანეთისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება კიდევ უფრო შეზღუდულია 2022 წლის 24 დეკემბრის „თალიბანის“ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ქალებს უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ.
ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არ შეასრულებს ბრძანებას, ავღანეთში საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდება. აკრძალვა შეეხო 180-ზე მეტ ორგანიზაციას, რომლებიც ავღანეთის დახმარების საკოორდინაციო სააგენტოს ნაწილი იყვნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სამართალი • 1679594167

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტ...
პოლიტიკა • 1679581449

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე...
მსოფლიო • 1679580199

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება:მეგობარს “ებლატავები” იმ გათვლით, რომ შეეცოდები და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს ენას უჩლიქავ იმიტომ, რომ ხელის შემობრუნების გ...
სოცმედია • 1679577645

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტშ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679576414