„დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა“ - კამალა ჰარისი

მსოფლიო 1726030901

კამალა ჰარისი

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, – ამის შესახებ საპრეზიდენტო ტელდებატების დროს დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ტრამპი უბრალოდ, დანებდებოდა.

„ვფიქრობ, რატომ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი დასრულდება 24 საათში, რადგან ის უბრალოდ დანებდება. მოდით, გავაცნობიეროთ, რა მოხდა აქ. მე შევხდი ზელენსკის რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა, ეცდებოდა, ძალის გამოყენებით შეეცვალა ტერიტორიული საზღვრები, უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და წესები, მათ შორის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შევხდი პრეზიდენტ ზელენსკის და გავუზიარე მას აშშ-ის სადაზვევრო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას თავის დაცვა. რამდენიმე დღის შემდეგ მე ჩავედი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში და ჩემი და სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, ჩვენ გავაერთიანეთ 50 ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მას სამართლიანდ დაეცვა თავი. ჩვენი მხარდაჭერით, საჰაერო თავდაცვით, აღჭურვილობით, არტილერიით, ჯაველინებით, ტანკებით, რომლებიც მივაწოდეთ, უკრაინა დგას, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. გააცნობიერეთ, რას ნიშნავს ეს, რადგან პუტინის დღის წესრიგი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. გააცნობიერეთ, ჩვენი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები, რატომ არიან ასეთი მადლიერი, რომ თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ და რომ ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის მნიშვნელობა, ამისთვის, რაც გავაკეთეთ, რათა შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების შესაძლებლობა, ებრძოლათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იჯდებოდა კიევში და მისი მზერა მიმართული იქნებოდა დანარჩენი ევროპისკენ, პოლონთით დაწყებული“, -განაცხადა კამალა ჰარისმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი იჯდებოდა მოსკოვში და არ ეყოლებოდა დაკარგული 300 ათასი ადამიანი.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი.

კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპი ეთაყვანება ძლიერებს, დემოკრატიაზე, ზრუნვის ნაცვლად.

„ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს პრეზიდენტის იმედი, რომელიც აცნობიერებს ამერიკის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას სტაბილურობის უზრუნველყოფაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს პრინციპებს და არ ვყიდით მათ პირადი პირფერობის სარგებლისთვის“, – განაცხადა ჰარისმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459

ცეკვის მასწავლებელი  ცემა
ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...

საზოგადოება 1728463798