ისტორიაში პირველად - ვინ არის არაბი ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება

მსოფლიო 1684912692    260

არაბი ქალი

ისტორიაში პირველად, კოსმოსში არაბი ქალი გაემგზავრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

რაიანა ბარნავიმ SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) უკვე მიაღწია. მისია 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 34 წლის ბარნავი ბიოსამედიცინო მიმართულების მეცნიერია. იგი ღეროვანი უჯრედებისა და ძუძუს კიბოს უკეთ შესასწავლად კვლევის ჩატარებას გეგმავს. ბარნავის გამგზავრება საუდის არაბეთის მთავრობამ დააფინანსა. მათი ერთობლივი მიზანი სამეცნიერო საქმიანობაში ქალთა როლის ზრდაა.

მისიაში, სახელწოდებით Axiom Mission 2 მას თანამემამულე, ალი ალკარნი შეუერთდა. კოსმოსურ სადგურზე ასევე იმყოფება მეთაური პეგი უიტსონი და პილოტი, ჯონ შოფნერი. გუნდი ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაემგზავრა. ორბიტაზე ყოფნისას ეკიპაჟი 20-ზე მეტ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს ჩაატარებს, ამასთან, დააკვირდებიან კოსმოსის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. უშუალოდ ბარნავის მისია ღეროვანი უჯრედებისა და ქსოვილების ინჟინერიის კვლევაა.

„ვიმედოვნებ, ეს ისტორიული ნაბიჯი გოგონებს შთააგონებს და ისინი ირწმუნებენ, რომ ჩვენი როლი და ხმა ძალიან ძლიერია", - აცხადებს 34 წლის მეცნიერი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ, კახოვკას ჰესის აფეთქებას პანიკად აფასებს და წერს, რომ ამის შემდეგ, მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება.  "რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნ...

პოლიტიკა 1686041429

ჰესი
ოკუპანტების რომელმა ქვედანაყოფმა ააფეთქა კახოვკის ჰესი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686041198

სალომე ზურაბიშვილი
ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. ზურაბიშვილმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. "კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადე...

პოლიტიკა 1686041018

კალაძ
კახა კალაძე: ამ ქვეყანაში რადიკალიზმს და ბოროტებას მომავალი არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარ...

პოლიტიკა 1686040445

IDFI
რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას "რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში": "კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ" უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი...

პოლიტიკა 1686040313

მესხის სტადიონი
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყო...

საზოგადოება 1686040098