"მას დიდი ეგო აქვს" - ტრამპი ფიქრობს, რომ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება

მსოფლიო 1720517279

ტრამპი ბაიდენი

რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვან შონ ჰანიტისთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დიდი ეგოს გამო დარჩება.

"მას დიდი ეგო აქვს და საქმეს არ მიატოვებს. მას ამის გაკეთება არ სურს", - თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ დემოკრატების კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი იქნება.

"ვფიქრობ, თუ ბაიდენი რბოლას გამოეთიშება, კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება. მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ, რადგან სხვა შემთხვევაში ხმებს ვერ მიიღებენ", - აღნიშნა ტრამპმა.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა გასული თვის დებატებიც გაიხსენა და მას უცნაური საღამო უწოდა.

"ვიფიქრე, რომ მისი ხმა სუსტი იყო, ზუსტად არ ვიცოდი რა ხდებოდა", - თქვა მან ბაიდენის შესახებ.

გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ბაიდენმა შესაძლოა, კანდიდატურა მოხსნას, თუმცა თავად პრეზიდენტმა ეს გამორიცხა.

"თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა", - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს იმ შემთხვევაში, თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ჯო ბაიდენს რაიმე ისეთი დაავადება აქვს, რომელიც მას საქმიანობაში ხელს შეუშლის.

 

თეთრ სახლს ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვა მას შემდეგ დასჭირდა, რაც გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულის ჩათვლით, თეთრ სახლში  პარკინსონის დაავადების სპეციალისტი, ნევროლოგი კევინ კანარდი რვაჯერ იმყოფებოდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765