მსოფლიო მორიგი მძიმე ღამის მოლოდინშია - ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება

მსოფლიო 1713125500

ისრ

მსოფლიო მორიგი მძიმე ღამის მოლოდინშია - ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება. "მშვიდად არ დაიძინონ! პასუხი იქნება უფრო ძლიერი და მასშტაბური," - ასეთია ისრაელის პოზიცია. ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" ობიექტზე, ლიბანში, ისრაელმა უკვე მიიტანა იერიში. ირანი იმუქრება, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებს უფრო დიდი იერიშები მოჰყვება და სამიზნეები რეგიონში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზებიც იქნება.

რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, თეირანმა გასულ ღამეს თელ-ავივს შეუტია. ირანის გარდა, ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. თავდასხმა გათენებამდე, ჯამში, 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ისრაელის მიმართულებით 185 დრონი, 30 ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. კამიკაძე დრონს ირანიდან ისრაელამდე მისაღწევად 3-დან 8 საათამდე სჭირდება, ფრთოსან რაკეტებს, დაახლოებით, 2 საათი, ბალისტიკურ რაკეტებს კი - მხოლოდ 12-15 წუთი.

ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების პირველი წუთიდან, ერთდროულად თავდაცვის სხვადასხვა სისტემა ამუშავდა. რაკეტებს უნდა გაევლოთ იორდანიის საჰაერო სივრცე, რისი საშუალებაც იორდანიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ არ მისცა და დრონები განადგურდა. ასევე, ისრაელის ცა დაიცვა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რომლებიც სხვადასხვა არაბულ ქვეყანაშია განლაგებული. გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%- განეიტრალდა.

წარმატებით იმუშავა "რკინის გუმბათმაც". თავდაცვით ფარის გარღვევა რამდენიმე ერთეულმა დრონმა და ბალისტიკურმა რაკეტამ შეძლო. მათი ნაწილი ისრაელის სამხრეთით, "ნეგევის" უდაბნოში არსებულ "რამონის" სამხედრო ბაზაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი დაუსახლებელ პუნქტებში.

ირანმა ისრაელზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც, პირველ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ირანის გუშაგთა არმიის ორი გენერალი დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908