ორბანი ტრამპთან შეხვედრას გეგმავს

მსოფლიო 1709357517

ორბანი ტრაპი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ორბანის მტკიცებით, ტრამპი აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტი იქნება, რომელიც რუსეთ-უკრაინისა და ისრაელი-ჰამასის ომის შეჩერებას შეძლებს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 მარტს, ტრამპი გეგმავს, უმასპინძლოს უნგრეთის პრემიერს ფლორიდის ქალაქ მარ-ა-ლაგოში, საკუთარ სახლში.

11 თებერვალს, ტრამპი NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან. ამის შესახებ მან სამხრეთ კაროლინაში, წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის გაანადგურებს ამერიკის საგარეო ურთიერთობებს და აშშ-ის მტრებს გაამხნევებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697

ზარქუა
საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი - ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ "ხარებას" და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, სანქციების დაწესების მოთხოვნის ფარგლებში პირველად გაჟღერდა პოლიციის მაღალჩინოსნების სახელები. პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დ...

პოლიტიკა 1713949640

სასამართლო
ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ - შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბ...

სამართალი 1713949530

კალაძე
კახა კალაძე: გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?

„რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი  ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძისთვის გაურკვეველია,  ...

პოლიტიკა 1713949343

დაკავება
კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს - შსს-მ 2 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონ...

კრიმინალი 1713949079

გლდ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713948604