პუტინი მსოფლიოს ემუქრება - „ვუთხარი საჯაროდ მთელ მსოფლიოს, არაფერი მაქვს დასამატებელი, არაფერი შეცვლილა"

მსოფლიო 1656568143

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, როგორიც უკრაინასთან. მისივე განცხადებით, ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებურად იმოქმედოს.

"რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს, ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან, რაც, სამწუხაროდ, გვაქვს უკრაინასთან... ჩვენ არაფერი გვაქვს სანერვიულო ფინეთის ან შვედეთის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. ნათლად უნდა გვესმოდეს - მანამდე არანაირი საფრთხე არ ყოფილა, სამხედრო კონტიგენტისა და ინფრასტრუქტურის განლაგების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს სარკისებურად რეაგირება და იგივე საფრთხეების შექმნა იმ ტერიტორიებისთვის, საიდანაც ისინი გვემუქრებიან", - თქვა პუტინმა.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთისთვის ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება სულაც არაა იგივე, რაც ალიანსში უკრაინის გაწევრიანება და რომ ეს "სულ სხვა რამაა".

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა "სპეცოპერაციის მიზნები", ანუ უკრაინაში ომის მიზნები, პუტინმა უპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა - "მე ვუთხარი 24-ის დილას, პირდაპირ საჯაროდ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს. არაფერი მაქვს დასამატებელი, არაფერი შეცვლილა".

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რიტორიკა, რომ დასავლეთი და ნატო უკრაინას და უკრაინელ ხალხს იყენებს საკუთარი მიზნების გასამტკიცებლად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ოდიშარია
„ბოდიში, თუ ივანიშვილი ტრიბუნასთან არ ჩამოდგება“ - ბექა ოდიშარია

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძ...

პოლიტიკა 1711725191

ამინდი
ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ...

საზოგადოება 1711724762

ბორკილები
"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" - ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვი...

კრიმინალი 1711724664

ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316