„რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით, დროა ვიმოქმედოთ" - ბაიდენი ტეხასის ტრაგედიაზე
მსოფლიო • 1653456588 275

ტეხასის სკოლაში თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს თეთრი სახლიდან მიმართა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავიანთი ტკივილი პოლიტიკურ ქმედებად გადააქციონ და იარაღის ლობს წინ აღუდგნენ.
"როდის ვაპირებთ ღვთის სახელით წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხეკლასელი და რამდენი პატარა ბავშვია, ვინც მომხდარის მომსწრეა და ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან. თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან, ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია, შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილებზე, რატომ ვართ მზად ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?! რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს?! დროა ვიმოქმედოთ", - თქვა ბაიდენმა.
ბოლო ცნობებით, სულ მცირე 19 მოსწავლე და 2 ზრდასრული დაიღუპა სამშაბათს ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად. თავდამსხმელი, 18 წლის ბიჭი სამართალდამცავების სროლას ემსხვერპლა.
თავდასხმის მოტივი, უცნობია. ოფიციალური პირების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.

რუსეთმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა საპორტო ქალაქ ოდესაზე. რაკეტა ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელ ბაზას მოხვდა. შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. 30 დაშავდა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ ა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1656652046

"ტვ პირველის" ფინანსური დირექტორი, ნანა აბურჯანიძე, რომელიც გუშინ აშშ-ს სალჩოში მიღებას ესწრებოდა ვატო წერეთელზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს. ის ყვება, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მხირდან პროვოცირე...
პოლიტიკა • 1656650657

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური...
პოლიტიკა • 1656650364

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...
სოცმედია • 1656649304

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...
სოცმედია • 1656648581

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...
სოცმედია • 1656648397