რაზე შეთანხმდნენ ლავროვი და ბლინკენი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი დახურული შეხვედრის შემდეგ
მსოფლიო • 1642769641 472

„ყველაფერი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დადის იქამდე, თუ როგორ გრძნობს თავს ზელენსკი და მისი რეჟიმი. არასწორია ეს,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ.
„ყველაფერი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დადის იქამდე, თუ როგორ გრძნობს თავს ზელენსკი და მისი რეჟიმი. არასწორია ეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გავლენის ზონებზე, მაგრამ რასაც ახლა NATO აკეთებს რუსეთთან მიმართებაში, ცალსახად აჩვენებს, რომ NATO უკრაინას თავისი გავლენის ზონად განიხილავს", - განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ: სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყების წინ არც ერთ მხარეს არ ჰქონია მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები გარღვევას მოახდენდა, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ მათ პოზიციებს უფრო მეტი სიცხადე მოეფინებოდა.
როგორც ლავროვმა მაშინ აღნიშნა, მოლაპარაკეების დღის წესრიგი მათ სამი ძირითადი საკითხის გარშემო ააგეს: NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს თავდასხმის იარაღების განთავსებაზე უარის თქმა და ალიანსი დაუბრუნდეს 1997 წლის კონფიგურაციას, როცა ხელი მოეწერა NATO-რუსეთის შეთანხმებას.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ბანერი გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა ავრცელებს ''Shota Tutberidze დააკავეს...
პოლიტიკა • 1685731225

"დროას" წევრის, შუშანა მაცაბერიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი პირია დაკავებული: "2023 წლის 2 ივნისს, პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს, არანაირი გადატანითი...
პოლიტიკა • 1685731047

მოულოდნელი აუდიენცია გერმანიის კანცლერთან - "მთავარის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 8 ივნისს ოლაფ შოლცს ბერლინში შეხვდება. რას უკავშირდება კონკრეტულად მთავრობის მეთაურის ბერლინში გამოძახება უცნობია...
პოლიტიკა • 1685730924

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სომხეთმა შესაბამისი...
მსოფლიო • 1685730587

Lega Serie A-მ ნაპოლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ნაპოლის 22 წლის ვარსკვლავმა სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთ...
სპორტი • 1685730456

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის შემადგენლობა დაასახელა, ვინც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, 20...
სპორტი • 1685724120