მსოფლიო • 1732774325
რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადებას აგრძელებს, მაგრამ მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) წევრებს შორის განხეთქილების შექმნას შეეცდება - როგორც DW წერს, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, სრულმასშტაბიან შეტევამდე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ლოკალურ ოპერაციებს, რომელსაც ნატოს სიმტკიცის შემოწმება ექნება მიზნად. კერძოდ, მოსკოვი შეეცდება ძირი გამოუთხაროს ნატოს წევრებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია თავდაცვითი ალიანსის წესდების მე-5 მუხლში. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შექმნან "საგანგებო სიტუაცია" ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის, რომელშიც ალიანსის სხვა წევრები "შესაბამისად რეაგირებას არ მოახდენენ", განმარტა კალმა. მაგალითად, კალმა მოიყვანა შესაძლო "მოკლევადიანი თავდასხმა“ ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე „ტერიტორიული გაწმენდის“ მიზნით. რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები სვალბარდში, მაგრამ ამავდროულად, ოსლოს პოლიტიკა არქიპელაგის უცხოელების მიმართ ბოლო წლებში გამკაცრდა.
ბრუნო კალის თქმით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი ინტერვენციის კიდევ ერთი შესაძლებლობა არის კონფლიქტი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ადგილობრივი რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით. თუ ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ იქნება გამოყენებული მსგავს კონფლიქტებში, ნატო, როგორც თავდაცვითი ალიანსი, დამარცხდება - ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი, მიიჩნევს გერმანული დაზვერვის ხელმძღვანელი.
"თუ დახმარების დაპირება არაეფექტური აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია გააფართოოს თავისი გავლენა ევროპაში ძალაუფლების აგრესიული პოლიტიკით", - აცხადებს ის.
გერმანიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს რუსეთს ექნება საკმარისი რესურსი დასავლეთის ქვეყნებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის. მან ეს მოსაზრება პირველად ოქტომბერში ბუნდესტაგში გამოსვლისას გამოთქვა, შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა გერმანიაში დაზვერვის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგს.
კრემლი გავლენას ახდენს გერმანიის მემარჯვენე და მარცხენა ფლანგების პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც "გულუბრყვილოდ იმეორებენ იმას, რაც მოსკოვიდან მოდის“, აღნიშნა კალმა. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ გავლენას ახდენს გერმანიის სხვადასხვა დონეზე არჩევნებზე, რომლებშიც მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტებმა წარმატებას მიაღწიეს 2024 წელს, არამედ ამძაფრებს განხეთქილებას გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტში.
არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...
პოლიტიკა • 1733471628
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...
პოლიტიკა • 1733471550
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი