მსოფლიო • 1695723426 127
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა სომხეთთან მიმართებაში აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.
მილერის განცხადებით, ვაშინგტონს სჯერა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და ნდობა ყარაბაღის მცხოვრებლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება იმ საჯარო განცხადებების შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანმა გააკეთა.
"მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. [...] ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით - გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს არის ის, რაც ჩვენ საჯაროდ ვთქვით, გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე მზად იქნებოდა რთულ კომპრომისებზე წასასვლელად. ცხადია, ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გვინახავს. მე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას აპირებენ შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეხვდნენ და საბოლოოდ გადალახონ განხეთქილება ორ ქვეყანას შორის", - თქვა მილერმა.
წინა კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სახლებს ტოვებს. ათასობით ადამიანი სომხეთის ტერიტორიაზე გადადის.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა დაადასტურა, რომ 5 ოქტომბერს, გრანადაში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...
სპორტი • 1701721800
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...
საზოგადოება • 1701721500
გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...
საზოგადოება • 1701721140
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი