რუსეთში გვარი ნავალნი "ექსტრემისტულ სიმბოლიკად" გამოცხადდა

მსოფლიო 1709373552

ნავალნი

უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел"-ის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის გვარი რუსეთში 
ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს.

აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის 2 მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ - ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს ულიანოვსკშიც.

"Первый отдел"-ის მიხედვით, 4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯათ, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ხოლო გვარი ნავალნი - "ატრიბუტიკად და სიმბოლიკად" სახელდება.

"სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ იკრძალება და ვერც აიკრძალება გვარი ნავალნი," - წერს "Первый отдел"-ი. თუმცა, იმის გამო, რომ ოთხი სასამართლო გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს, უფლებადამცველები ნავალნის გვარის გამო ადამიანების დასჯას უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად თვლიან და არა ცალკეულ შემთხვევებად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავება
კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს - შსს-მ 2 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონ...

კრიმინალი 1713949079

გლდ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონსტურქციისა და გაფართო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713948604

კალაძე
კახა კალაძე: სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა...

საზოგადოება 1713948482

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი...

პოლიტიკა 1713948316

კალაძეეე
ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგა...

საზოგადოება 1713948207

კალა
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის...

საზოგადოება 1713948123