მსოფლიო • 1695634341 163
სომხეთის პრემიერმინისტი, ნიკოლა ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს გრანადაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.
17 სექტემბერს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში შეხვედრის დროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაისადგურებს.
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს" იწყებდა და ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან სომხეთის ჯარების გაყვანას და რეგიონში "რეჟიმის შეცვლას" მოითხოვს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ქმედებები "მასშტაბურ აგრესიად" შეაფასა. ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი სამხედრო პერსონალი არ იმყოფება და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და რუს სამშვიდობოებს მიიღონ ზომები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...
სოცმედია • 1701699996
არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...
პოლიტიკა • 1701699536
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...
პოლიტიკა • 1701698359
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე კი 9 კმ, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო. ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მ...
მსოფლიო • 1701697949
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1701697525
ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფელ ნაფარეულის ტყეს უკიდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის...
საზოგადოება • 1701697366
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი