საფრანგეთი მალიში "ვაგნერის" რუსი დაქირავებული მებრძოლების შეყვანას აპროტესტებს

მსოფლიო 1631706952

ვაგნერის ტერორისტები

საფრანგეთი მალიში რუსი დაქირავებული მებრძოლების შეყვანის გეგმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ფრანგი სამხედროების იქ ყოფნასთან შეუთავსებელია.

მანამდე დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსულ კერძო სამხედრო კონტრაქტორ Wagner Group-სა და მალის მმართველ ხუნტას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად დაქირავებული მებრძოლები მალის სამხედროებს გაწვრთნიან. წინასწარი ინფორმაციით, მალიში 1000-მდე დაქირავებული მებრძოლი ჩავა. წყაროების ცნობით, Wagner Group ამისთვის თვეში 11 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ვაგნერმა წარსულში აჩვენა, რომ სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახორციელებდა უფლებამოსილების გადამეტებას და ყველანაირ დანაშაულს, რომლებიც არანაირ გადაწყვეტილებას არ შეესაბამება, ამიტომ ის ჩვენს იქ ყოფნასთან შეუთავსებელია", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა. 

შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორენს პარლიმაც გამოხატა.

პარიზმა უკვე დაიწყო დიპლომატიური კამპანია, რათა ეს არ დაუშვას. ამასთან, საფრანგეთი განიხილავს მალიდან გასვლის საკითხსაც, თუკი გარიგება შედგება, რადგან, მისი აზრით, რუსი დაქირავებული მებრძოლების მალიში ყოფნა "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მეამბოხეების წინააღმდეგ კონტრტერორისტულ ოპერაციას ძირს უთხრის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873