სახელმწიფო გადატრიალება სუდანში - გარდამავალი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მსოფლიო 1635160296

სუდანი

სუდანის გარდამავალი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ, აბდელ ფატაჰ ალ-ბურხანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ქვეყნის მინისტრთა საბჭოსა და კაბინეტის დაშლა გამოაცხადა.

მისი თქმით, სამხედროები სამოქალაქო ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაცემამდე ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას გააგრძელებენ. ალ-ბურხანმა დასძინა, რომ 2019 წლიდან მოქმედი საკონსტიტუციო დეკლარაციის რამდენიმე პუნქტი ძალაში აღარ არის.

ალ-ბურხანის თქმით, "პოლიტიკური ძალების მხრიდან ქაოსის წაქეზება" სუდანს საფრთხეს უქმნის.

დღეს, დილით, სუდანის არმიამ ხარტუმში სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობა დაიკავა. მათ ოთხი მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს. დაკავებები გრძელდება. ასევე გადაკეტილია დედაქალაქის ყველა შესასვლელი და ხიდები. სუდანის დედაქალაქში მობილური კომუნიკაცია და ინტერნეტი მთლიანად გათიშულია.

სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკი არმიამ შინაპატიმრობაში გადაიყვანა. ცოტა ხნის წინ პრემიერის სახლი სამხედროებმა ალყაში მოაქციეს.

მთავარი ოპოზიციური მოძრაობის მხარდამჭერებმა უკვე მოუწოდეს ხალხს, ქუჩებში გამოვიდნენ და "ჯარის მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობებს" წინააღმდეგობა გაუწიონ.

ქვეყნის ინფორმაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სუდანის პრემიერ-მინისტრის აბდულა ჰამდუკის განცხადება, რომელშიც ის ყველა სუდანელს მოუწოდებს "გავიდნენ ქუჩებში, დაიცვან რევოლუცია, მაგრამ დაიცვან საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი". 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის საელჩომ უკვე შეაფასა უარყოფითად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534