სკანდალი კანადის პარლამენტში ზელენსკის ვიზიტისას - თემთა პალატის სპიკერი გადადგა  

მსოფლიო 1695794180    1814

ზელენსკი

კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობას ტოვებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში მიიწვია 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა, 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს. როტამ განაცხადა, რომ იუნკა გმირი იყო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოება მას მქუხარე ტაშით მიესალმა.

დარბაზში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ვეტერანი ჰუნკა მსახურობდა გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ დივიზიაში ცნობილი როგორც "გლაციის დივიზია". მოხალისეთა ქვედანაყოფი ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისაგან შედგებოდა ნაცისტების მეთაურობით. მომხდარმა კრიტიკა გამოიწვია.

სპიკერმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, "ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას"

ტრუდოს ოფისში, რომელიც ხელმძღვანელობს ლიბერალურ პარტიას, განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჰუნკას მოწვევის შესახებ მხოლოდ სპიკერის ოფისმა მიიღო და მისი ბოდიში "სწორი იყო".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...

სპორტი 1701721800

ღოღობერიძე
"ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...

საზოგადოება 1701721500

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბრამდე - ნახეთ, განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...

საზოგადოება 1701721140

ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370