სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში - ფაშინიანი
მსოფლიო • 1685697273 318

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ მან 4 მაისს ჩეხეთში ვიზიტისას ჩეხურ ტელეარხ CNN Prima News-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა მასალა ოთხშაბათს გამოქვეყნდა
"ეს არასდროს გვითქვამს ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, შესამჩნევია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. და ჩვენი შეგრძნება ამ ომისგან, ამ კონფლიქტისგან არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე", - თქვა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მაშინ, როცა დასავლეთში ერევანი მოსკოვის მოკავშირედ ითვლება, თავად მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს და "თურმე ამ სიტუაციაში არავის მოკავშირე არ ვართ, რაც ნიშნავს, რომ დაუცველები ვართ".
ფაშინიანი ამბობს, რომ აქვთ ბევრი საზრუნავი, რაც არ აძლევთ საშუალებას, უფრო მეტად ჩაერთონ სხვა პრობლემების გადაჭრაში.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...
საზოგადოება • 1695816120

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ს...
საზოგადოება • 1695810969

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...
საზოგადოება • 1695810829