მსოფლიო • 1731395117
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა სენატორი მარკო რუბიო დანიშნოს. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფლორიდელი რუბიოს დანიშვნის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ლათინო-ამერიკელი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება, მანამდე კი იგი ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერი სუზი უაილსი გახდება. ის პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. ამასთან, გაეროში აშშ-ის ელჩად ელის სტეფანიკი წარადგინეს.
ტრამპის ადმინისტრაციაც ბევრ საგარეო საკითხთან მოუწევს გამკლავება, მათ შორის კი ერთ-ერთი მთავარი უკრაინაში რუსეთის აგრესიაა.
53 წლის მარკო რუბიომ ბოლო ინტერვიუებში განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირებას მოლაპარაკებების გზით უნდა ეძებოს, ვიდრე ფოკუსირება მოახდინოს მთელი ტერიტორიის დაბრუნებაზე, რომელიც რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიიტაცა. იგი ასევე იყო იმ 15 რესპუბლიკელ სენატორს შორის, რომელმაც აპრილში უკრაინისთვის $95-მილიარდიანი დახმარების პაკეტს მხარი არ დაუჭირა.
რუბიოს ასევე აქვს მწვავე პოზიციები ჩინეთთან მიმართებით. ჰონგ-კონგის აქციებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამო 2020 წელს პეკინმა რუბიო დაასანქცირა.
2019 წელს რუბიომ ფინანსთა დეპარტამენტს მოუწოდა, ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok-ის მიერ Musical.ly-ს შეძენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეემოწმებინა, რასაც გამოძიებაც მოჰყვა.
სენატის დაზვერვის კომიტეტში, როგორც წამყვანი რესპუბლიკელი, რუბიო ბაიდენის ადმინისტრაციისგან Huawei-ის გაყიდვების აკრძალვას მოითხოვდა, მას შემდეგ რაც სანქცირებულმა ჩინურმა ტექკომპანიამ Intel AI-ის პროცესორის ჩიპით ახალი ლეპტოპი გამოუშვა.
ამასთან, რუბიო, რომლის ბაბუაც 1962 წელს კუბიდან გამოიქცა, საკმაოდ მკაცრ პოზიციას იჩენს და კუბის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგია. როგორც ლათინური ამერიკის საკითხებზე პალატის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ის ვენესუელაში მადუროს რეჟიმის მწვავე კრიტიკოსია.
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...
პოლიტიკა • 1733471550
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა. მათი ცნო...
პოლიტიკა • 1733465474
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი