თურქეთი ელის, რომ შვედეთი ტერორიზმის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს - ერდოღანი
მსოფლიო • 1653147891 233

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, რომ ანკარა ტერორიზმის წინააღმდეგ შვედეთისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის.
თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთსა და ფინეთში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან (PKK) სამხედრო ჯგუფთან და ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებთან, რომლებსაც ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორკესტრირებაში ადანაშაულებს.
„სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს დაწესებული იარაღის ექსპორტის ემბარგო უნდა გაუუქმდეს“, - იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
ერდოღანმა და ანდერსონმა პირველად ისაუბრეს მას შემდეგ, რაც სკანდინავიურმა ქვეყნებმა სამხედრო ალიანსში განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს.

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღ...
საზოგადოება • 1657037232

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში სასტუმრო შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30,000 ლარს შეადგენს. სასტუმრო სრ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657035184

1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657035104

საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან...
საზოგადოება • 1657034970

5 ივლისი, 2022- 5 ივლისს PLUS- ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის ის მომხმარებელი, რომელსაც დაგროვილი აქვს PLUS ქულები და ამ ქულებით გადაიხდის საქართველოს ბანკის 100-ზე მეტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657034850

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში, დაახლოებით 4900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია ავრცელებს - "4 ივლისის მდგომარეობით...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1657033418