უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება -ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო 1637938621    197

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. მისი თქმით, ამ გეგმას განიხილავდნენ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები.

"მივიღე ინფორმაცია, რომ პირველ რიცხვში ჩვენს სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. 1-2 დეკემბერს..." - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გადატრიალების გეგმაში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის ჩართვას ცდილობენ.

"შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი გვაქვს ინფორმაციაც, რომელშიც, ასე ვთქვათ, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას, რომ შეგროვდება მილიარდი დოლარი და ა.შ.  ვთვლი, რომ ეს ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის წამოწყებაა. ვთვლი, რომ ეს ოპერაციაა. ისინი ცდილობენ მის ჩათრევას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. ვვარაუდობ, რომ ეს მან წამოიწყო. ვფიქრობ, რომ, საუბედუროდ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან საკუთარი ხალხისა და მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება", – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკი ასევე განიხილავს ვერსიას, რომ შესაძლოა ბიზნესმენმა არ იცოდეს, რომ მისი სახელმწიფო გადატრიალებაში ჩათრევა სურთ. ამიტომაც, რინატ ახმეტოვს სთავაზობს შესაბამის ორგანოებში მისვლას, სადაც არსებულ ინფორმაციას მოასმენინებენ.

"სახელმწიფო გადატრიალებას არა რინატ ახმეტოვი, არამედ [ჩაწერილი] საუბრის მონაწილეები გეგმავენ. ზოგიერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები და ზოგიერთი უკრაინელი ამხანაგი განიხილავენ, რომ საზოგადოება თითქოს მზადაა და მათ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რომ დღეს რინატ ახმეტოვი მზადაა ჩაერთოს,  სახელმწიფო გადატრიალების საკითხში, ასე ვთქვათ, მოქმედი პრეზიდენტის შეცვლაში. ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია სპეციალურად იმისთვისაა, რომ ახმეტოვი ომში ჩაითრიონ. ის უკვე ჩათრეულია საინფორმაციო ომში, ჩემს წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ", – ამბობს ზელენსკი.

"ვფიქრობ, რომ მთელ ამ ისტორიაში მის ჩათრევას მისი ახლო წრე ცდილობს. ვფიქრობ, ეს დიდი საფრთხეა. თუმცა, რადგან სახელმწიფო გადატრიალებების არ მჯერა, არ მგონია, რომ ახმეტოვი ამაში პირდაპირ გაეხვას", – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შუშანა
აქციაზე "დროას" აქტივისტზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

აქციაზე "დროას" აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუ...

სამართალი 1643138387

მარგველაშვილი
სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება მორალური ტესტია - მარგველაშვილი

"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება" , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: "მორალური ტესტი უკრა...

პოლიტიკა 1643138209

კელი დეგნანი
რუსეთისგან განსხვავებით, აშშ, ევროპა და საქართველო თავისუფლების ხედვას იზიარებენ - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემ...

პოლიტიკა 1643132148

დეგნანი
ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ ევროინტეგრაცია თავსებადია საქართველოს ტრადიციებთან - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით...

პოლიტიკა 1643130395

აქცია
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეები შშმ მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ

აქცია თბილისში - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ და დამნაშავეები...

საზოგადოება 1643127007

პროკურატურა
ზუგდიდში პოლიციის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საგამოძიებო უწ...

სამართალი 1643125424