„უნდა ვიღვაწოთ, რომ სირთულეებმა გავლენა არ მოახდინოს რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე“ - რუსეთის პატრიარქი
მსოფლიო • 1685017153 292

უნდა ვიღვაწოთ, რომ სირთულეებმა გავლენა არ მოახდინოს რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე - ასეთი სიტყვებით მიმართა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ლიტურგიისას ტაძარში შეკრებილ დუმის დეპუტატებს და პუტინის მთავრობის წევრებს.
რუსეთის პატრიარქმა ამბიონიდან მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს და ასევე თქვა, რომ კოლფლიქტში, რომელიც უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს, რუსული ეკლესია თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.
მრჩება დარდი იმ ყველაფერზე, რაც ხდება უკრაინის მიწაზე, მაგრამ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც პროვოცირებულია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ, იქნება გადალახული და ჩვენი ეკლესია, რომელმაც შეინარჩუნა ერთიანობა, შეძლებს თქვას თავისი სიტყვა. მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს მთელს მთავრობას, რომელიც მხარს მიჭერენ ვატარო პატრიარქის ჯვარი და რომლებიც ახლა, ისტორიული გამოწვევების მიუხედავად, ასრულებენ მათ მოვალეობას. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ, რომ განმტკიცდეს კეთილსინდისიერება ჩვენს ხალხში და ამ საუკუნის პერიპეტიებმა და სირთულეებმა არ მოახდინოს გავლენა რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე". - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობას ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც იღებდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კახოვკას კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ყოველდღიურად მშვიდობაზე". ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა,...
პოლიტიკა • 1686042410

"ევროპის სახალხო პარტია" რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქებას ეხმაურება. როგორც პარტია Twitter-ზე წერს, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით რუსეთმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის ტერორიზმის სპონსორი სახელმ...
მსოფლიო • 1686042307

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნოვა ხაკოვკაში კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა. მიშელმა თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა და თქვა, რომ რუსეთს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრება. ...
მსოფლიო • 1686042221

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმე, არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე და არც იცოდა, თუ განხილვა უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს....
პოლიტიკა • 1686042074

მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ, კახოვკას ჰესის აფეთქებას პანიკად აფასებს და წერს, რომ ამის შემდეგ, მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. "რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნ...
პოლიტიკა • 1686041429

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კახოვკას ჰესის კაშხალი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686041198