უცხოური მიკროსქემების გარეშე რუსული "Искандер"-ები, "Торнадо-С" და სხვა თანამედროვე იარაღი ჯართად იქცევა, თუ დასავლეთი ე.წ. "შავ ხვრელებს" ამოქოლავს - ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტი

მსოფლიო 1660066620    492

მიკროსქემა

ბრიტანეთის სამეფო გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტი (RUSI), Reuters-სა და გამოცემა "მნიშვნელოვან ისტორიებთან ერთად ჩატარებულ  60 გვერდიან კვლევას აქვეყნებს, რომელიც რუსეთის თანამედროვე იარაღის დამზადების საკითხებს ეხება,

RUSI აცხადებს, რომ რუსეთის თანამედროვე სამხედრო ტექნიკაში გამოიყენება 450-მდე სხვადასხვა იმპორტული კომპონენტი, რომელიც დამზადებულია აშშ-ში, იაპონიაში, ტაივანში, კორეაში და ევროპის ქვეყნებში.

გამოკვლევის თანახმად, უცხოური მიკროსქემების გარეშე რუსული "Искандер"-ები "Торнадо-С", დრონები და სხვა იარაღი ჯართად იქცევა, თუ მას უცხოური წარმოების მიკროსქემები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები არ ექნა. თუმცა, მკვლევარები აცხადებენ, რომ სანქციების მიუხედავად, კრემლი კვლავ ახერხებს მათ შეძენას მესამე ქვეყნებისა და ე.წ. "შავი ხვრელების" მეშვეობით.  

ამასთან რიგი კომპონენტები ქვეყანაში ლეგალური გზითაც ხვდება, რადგან ისინი ორმაგი დანიშნულების არიან, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო წარმოებაში. 

ექსპერტების აზრით, რუსეთი ამ ნაწილების შესყიდვაში მესამე ქვეყნებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც იყენებდა, სპეცსამსახურების არხებისა და ყალბი კომპანიების მეშვეობით. ეს მეთოდი სსრკ-ს დროსაც აპრობირებული იყო. 

რუსეთი იყენებს ასევე მიკროელექტრონიკის ისეთ მსხვილ ჰაბებს, როგორიცაა ჰონკონგი და მალაიზია. 

სანქციების შემდეგ კრემლი ცდილობს მასიურად შეიძინოს ბაზარზე არსებული მიკროელექტრონიკის ნაწილები რადგან სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების შემთხვევაში, აცნობიერებს, რომ ისინი მისთვის მიუწვდომელი შეიძლება გახდეს მრავალი წლის განმავლობაში. 

ექსპერტები დასავლეთის ქვეყნებს შემდეგი ზომების მიღებას სთავაზობენ:

• გაამკაცრონ საექსპორტო კონტროლი საკუთარ ქვეყნებში;

• საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მეშვეობით გამოავლინონ და დახურონ ფარული შესყიდვების რუსული ქსელები;

• ყველანაირად შეუშალონ ხელი მიკროელექტრონიკის წარმოებას იმ ქვეყნებში, რომლებიც ღიად თუ ფარულად მხარს უჭერენ რუსეთს; 

• შეზღუდონ სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში მესამე ქვეყნებიდან.

"თუ რუსეთს შეეზღუდება წვდომა ამ კომპონენტებზე, მისი სამხედრო მრეწველობა ვერ აღადგენს იმ არსენალს, რომელიც მან დახარჯა უკრაინაში," - აცხადებენ ისინი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თქვენი მიზნები განახორციელეთ და დაიწყეთ ახალი ბიზნესი. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მოგიწევთ ხარჯების შემცირება, რათა რთულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. საყვარელი ადამიანი თქვენს ც...

ეს საინტერესოა 1665084780

ხარაგაული ცემა
ცემა-ტყეპა ხარაგაულის ცენტრში - რატომ გაუსწორდნენ ფიზიკურად „ოცნების“ აქტივისტები და საჯარო მოხელეები ოპოზიციას

"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ სოციალური დახმარების მითვისება ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ხარაგაულის ცენტრში კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე მისულმა ანტიკორუფციული მოძრაობის...

პოლიტიკა 1665082576

კლუბური ნარკოტიკი
ვის შემოაქვს საქართველოში სასიკვდილო კლუბური ნარკოტიკი

საქართველოში მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა. კვლევებით დასტურდება, რომ MDMA-ის სახელით რეალიზებული ნარკოტიკები ამფეტამინის ჯგუფთან ერთად შეიცავს ფენტანილსაც, რაც უმეტეს შემთხვევაში სასიკვდილო კომბინა...

საზოგადოება 1665082135

რეზნიკოვი.png
კრემლის მძიმე რეალობა: „რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს“ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, თურქეთიდან აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს. ამის შესახებ რეზ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1665080079

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 7 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 7 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების...

საზოგადოება 1665079740

სააკაშვილის მამა
„სირცხვილი და თავის მოჭრა ყველას“ - რა განცხადებას ავრცელებს ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოცქსელში წერს: „ეს რაც ხდება დღეს საქართველოში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სირცხვილი და თავის მოჭრა ყველას ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს.რა დღეში ჩააგდე...

პოლიტიკა 1665077648