„ზედმეტად მახინჯი ხარ საიმისოდ, რომ შენთან სექსუალური კავშირი დამემყარებინა“ - მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა
მსოფლიო • 1684847482 661

მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. კეროლი, რომელმაც მანამდე აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოუგო, აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა მას დამამცირებლად მიმართა.
ჯინ კეროლის თქმით, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "კეროლი ზედმეტად მახინჯია საიმისოდ, რომ მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა". ელიზაბეთ ჯინ კეროლი სასამართლოში დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს.
შეგახსენებთ, სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმეში დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა.

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში," წერს N...
მსოფლიო • 1686043385

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედ...
პოლიტიკა • 1686042946

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილი...
პოლიტიკა • 1686042835

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას ნოვა კახოვკას აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად დახმარება გაუწიოს. როგორც სანდუ წერს, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686042612

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კახოვკას კაშხალზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ყოველდღიურად მშვიდობაზე". ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა,...
პოლიტიკა • 1686042410