137-მილიონიანი პროექტი გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად - რატომ დატოვა თანამდებობა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა

პოლიტიკა 1652360874

ბაკურიანი

საქართველოს მთავრობა ბაკურიანში - კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA (მთის ტრასების სააგენტო) ახორციელებს, რომელმაც პოტენციური კონტრაქტორებისგან წინადადებები უკვე მიიღო. როგორც სახელმწიფო შპს-ში აცხადებენ, ამჟამად პრეტედენტების დოკუმენტაციების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს. MTA-მ ამ პროექტისთვის ბაზრის კვლევა მარტში დაიწყო და ამ კვლევაში მიწვეული იყვნენ წამყვანი ევროპული კომპანიები Technoalpin (ავსტრია); HDI - Leitner/Demaclenko Group (იტალია); MND Group (საფრანგეთი). ბაზრის კვლევის შედეგად, პროექტის სავარაუდო ღირებულებად 137,828,653 ლარია.

ფასთა კვლევა გაკეთებულია და სავარაუდო ღირებულება განსაზღვრული. MTA შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 29 აპრილამდე მისცა, თუმცა შემდეგ ვადა 5 მაისამდე გადაავადა. კომპანიებმა სახელმწიფოს საკუთარი წინადადებები დახურული კონვერტის სახით სწორედ 5 მაისს წარუდგინეს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, MND Group-მა (საფრანგეთი) უარი თქვა საკუთარი ფასის წარდგენაზე. შესაბამისად, 5 მაისს სახელმწიფოს სულ ორმა კომპანიამ წარუდგინა შეთავაზება:

● Technoalpin - ფასი 137,798,395 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 30,258 ლარით ნაკლებია;

● Leitner/Demaclenko Group - ფასი 91,939,038 ლარი, რაც ბაზრის მოკვლევით მიღებულ ფასზე 45,880,616 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, ერთი პრეტედენტი სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას სავარაუდო ფასზე 46 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობს, მეორე კი თითქმის იმავე ფასად რაც ბაზრის მოკვლევაში იყო მითითებული. მთავრობის მიერ მომზადებული პირობების თანახმად, ამ შესყიდვაში მონაწილე კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს 2019 წლის იანვრიდან დღემდე ანალოგიური სირთულის მინიმუმ 550 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების ბრუნვა. ამასთან, შესაბამისი პირობების მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 გათოვლიანების სისტემის მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო თასის ან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მზადებაში.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გათოვლიანებისთვის, დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა. MTA-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც ირკვევა, ირაკლი ჭირაქაძემ კომპანიის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ის ირაკლი ბურჭულაძემ შეცვალა.

ირაკლი ბურჭულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. ბოლო 6 თვე კი - მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც ადასტურებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტკოსები
"მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი ერთი ადამიანის სურვილს... გაიწვიეთ კვლავაც ეს კანონი პარლამენტიდან" - ბაჩუკი ქარდავა "ოცნების" უმრავლესობას

ამ ნეგატიური ფონის მიუხედავად დღეს პარლამენტში ერთი ნათელი წერტილი მაინც დავინახე - რუსული კანონის მხარდაჭერის ყველას რცხვენია, თუმცაღა, ნაბიჯები ისევ იდგმევა რუსეთის მსგავსი და ეს დასანანია. მაგრამ კ...

პოლიტიკა 1713277721

საზოგადოება
„ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება“ - ლაშა ბუღაძე

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება, - ამის შესახებ  მწერალი  ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპფროტესტებს. მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქ...

საზოგადოება 1713270021

აქციის მონაწილე
„ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ“ - აქციის მონაწილე

ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ, - ამის შესახებ პარლამენტთან აქციის მონაწილე საუბრობს. მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს რუსეთში ცხოვრება, წინააღმეგ შემთხვევაში უკვე იქ იქნებოდა. ამასთან...

საზოგადოება 1713269926

იოანე მახარაძე
„დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს“ - იოანე მახარაძე

 გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური...

სოცმედია 1713267788

ფოტიგა
„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“ - ანა ფოტიგა

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით...

პოლიტიკა 1713267702

ახალგაზრდეი
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმარ...

პოლიტიკა 1713267371