2024 წელს, ოლიგარქმა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია 2012 წელზე საუბრით დაიწყო და რეპრესიები დააანონსა

პოლიტიკა 1721151729

ივანიშვილი

2024 წელს, ოლიგარქმა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია 2012 წელზე საუბრით დაიწყო - ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნაზე სირტყვით გამოსვლისას ტრადიციული რუსული პროპაგანდისტული გზავნილები გააკეთა. "ოცნების" წევრების მსგავსად, ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ მის პარტიას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს საკმარისი არაა.

ივანიშვილი წინა საჯარო გამოჩენის მსგავსად, ოპოზიციას "პასუხისგებით" დაემუქრა 12 წლის წინანადელ "დანაშაულებზე":

"ჩვენ გვჭირდება მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომი პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში.

 

ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს." განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ოლიგარქი შეეხო უკრაინაში ომს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელების" გამარჯვების იმედი გამოთქვა:

უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება" თქვა ივანიშვილმა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244