26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, მას 84 წელი შეუსრულდებოდა

პოლიტიკა 1685041200    197

მერაბ კოსტავა

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას 26 მაისს 84 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა ქ. თბილისში.

მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობა, მის თანატოლებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია ,,გორგასლიანი", რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები: ,,გახსოვდეთ სისხლიანი 9 მარტი".

70-იან წლებში მერაბ კოსტავა აქტიური დისიდენტური საქმიანობით გამოირჩეოდა, რის გამოც მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა ხელისუფლებისგან.

მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის 1977 წელს დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.

1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული კოსტავა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად აქტიურად იწყებს ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსით არის მოცული.

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევექსი
ევექსი ჰოსპიტლები EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...

ბიზნესი & ეკონომიკა 1686045974

სტოლტენბერგი
ეს აღმაშფოთებელი ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში - იენს სტოლტენბერგი

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში,"  წერს N...

მსოფლიო 1686043385

კახა კალაძე
კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს - ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს  ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედ...

პოლიტიკა 1686042946

კალაძე ახალი გამგებელი
კახა კალაძე „ფორმულას“ მიერ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ: ეს არის კეზერაშვილის იმიჯის გასამყარებლად გადაყრილი ფული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილი...

პოლიტიკა 1686042835