9 ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად: ანტიკორუფციული რეფორმა - არასამთავრობოების რეკომენდაციები

პოლიტიკა 1709022482

პოლიტიკა

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ქართული ოცნება მიზანმიმართულად არ რთავს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, დღეს საკუთარი ხედვა წარმოადგინეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9-ვე დათქმა დამაკმაყოფილებლად შესრულდეს და ქვეყანა კანდიდატობიდან უკვე  მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს.

 

12-მა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს  დეტალურად წარმოადგინა საკუთარი ხედვა გადასადგმელი ნაბიჯებისა და გასატარებელი რეფორმების შესახებ. ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების ხისტი პოზიციისა და პროპაგანდისტული ბრალდებებისა, ისინი მზად არიან სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩაერთონ და საკუთარი ხედვებით დაეხმარონ ქვეყნის ინტერესებს.

 

"ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

კერძოდ, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის  მინიჭება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება.

ინიცირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას, მაგალითად:

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის საფუძვლით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს. შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველიც ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობაა, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ბიურო იტოვებს უფლებამოსილებას 2 თვემდე ვადით არ გამოაქვეყნოს დეკლარაცია და არც საჯარო ინფორმაციის ფარგლებში გასცეს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია და დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას;
გასული წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს 9 ძირითადი მიმართულებით, რომელთა შორის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაა.

ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად, ევროკომისია საქართველოს მთავრობას ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სთხოვს.

ვენეციის კომისიამ ხარვეზები გამოავლინა ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და უფლებამოსილებების ნაწილში. კომისიის დასკვნით, ანტიკორუფციული ბიურო ვერ პასუხობს მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადაჭრის გაცხადებულ მიზანს. ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის – დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საჭირო კომპონენტიცაა.

ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:

ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ  საქართველოს პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით ან მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე; ამასთან, ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით არ არის გათვალისწინებული.ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა, რაც ასევე უგულებელყოფილია ინიცირებულ პაკეტში. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს წარმოდგენილი სახით არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ცვლილებების ამ პაკეტს, მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები, რათა  ბარიერი არ შეექმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას" ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი...

პოლიტიკა 1713948316

კალაძეეე
ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგა...

საზოგადოება 1713948207

კალა
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის...

საზოგადოება 1713948123

კალაძე ივანიშვილი
კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს...

პოლიტიკა 1713947697

თიბისი
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713940500

გოგა მანია
“ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ…”- ვის მიმართავს გოგა მანია

ეზოთერიკოს, გოგა მანიას რჩევები 5 ზოდიაქოს, რომელსაც წარმატება ელოდება. „ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან და ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ესენი არიან: კირჩხიბი - ვერძი - კურო - მერწყული - მორიელი...

სოცმედია 1713903240