აფგან მუხთარლი გომელაურის გადადგომას ითხოვს

პოლიტიკა 1664471729

ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს, თბილისიდან მისი გატაცების საქმესთან შესაძლო კავშირის გამო.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მთავრობის კანცელარიას და საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა გომელაურის გადადგომის მოთხოვნით.

"ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. როგორც იცით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ჩემი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო. ახლა გომელაური შს მინისტრია და მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს გენერალურ პროკურორზე. მე მინდოდა, დაწვრილებით გავცნობოდი სოსო გოგაშვილის ჩვენებებს, რაზეც თავდაპირველად პროკურატურამ მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, როდესაც მივედით პროკურატურაში, ამაზე უარი გვითხრეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიღებულ იქნა მთავრობის ზეწოლის ქვეშ, რადგან მათ გომელაურის შენარჩუნება უნდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც მინისტრი თავად არ მიდის თანამდებობიდან, მისი გათავისუფლება შეუძლია პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ეს არ მოხდა"- ამბობს მუხთარლი. მუხთარლი საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად ამჟამად პატიმრობაში მყოფი სუს-ის მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღიარებას ასახელებს. გოგაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ყვებოდა, რომ მუხთარლის მოტაცება გომელაურის უშუალო მონაწილეობით და ივანიშვილის მითითებით მოხდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლამარა აბჟანდაძე
„ახალგაზრდებო, მეც, 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ“ - ლამარა აბჟანდაძე

სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს: „ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყო...

სოცმედია 1713248971

ტურძელაძე
„შესაბამისი იყო რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან, საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - „ოცნების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილზე

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდებ...

პოლიტიკა 1713248639

ლელა ჯეჯელავა
„დღე პოსტივი ჩემგან ოპოზიციონერ დოდოშკას გააკეთებს“ - ლელა ჯეჯელავა 

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს: გუშინ პოსტივის პატარა გოგო მუხლობრივად მთხოვდა განმარტებას რატომ არის კანონი რუსული. ვაჩვენე ქარდი , არ დაკმაყოფილდა. ჩაბჟირდა . დუგინის განცხადება ვაჩვენე ,...

სოცმედია 1713248308

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დღეს დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713248094

ზურა ხაჩიძე
„მიპარვა და ხელის აწევა არის ლაჩრობა! დანარჩენს როცა შეგხვდები პირში გეტყვი!“ – ზურა ხაჩიძე ალეკო ელისაშვილს

„არაკაცი ხარ ალეკო ელისაშვილო და მხდალი!“, – ასე ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა...

სოცმედია 1713247614

ლორია ცოლი
ვინ არის გიორგი ლორიას მეუღლე

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე" გვიზიარებს. გიორგის რჩეული სალი კოპალიანია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

სოცმედია 1713247501