„აღიარეს, რომ მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უნდათ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ“ - გიორგი სააკაშვილი
პოლიტიკა • 1679573104 203

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ციხეში დაბრუნების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, 2-3 დღეში ფატალური შედეგით დასრულდება. ის ამბობს, რომ "ვივამედს" პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა.
"ფაქტობრივად აღიარეს, რომ მიშას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და უნდათ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და მიმართავენ პენიტენციურ სისტემას, თქვენ გადაწყვიტეთ. ფაქტობრივად თქვეს, რომ დააბრუნეთ ციხეში, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიშა რომ გადაიყვანონ სიტყვაზე ციხეში, დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 დღეში მისის სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება", - ამბობს გიორგი სააკაშვილი. "ვივამედმა" 22 მარტს განაცხადა, რომ პენიტენციურს მიმართავენ შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიმართავენ სახალხო დამცველს, ისინი ითხოვენ ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის მესამე პრეზიდენტთან შესვლას, რათა მათ შეაფასონ როგორია რეალურად.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686046822

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნას...
საზოგადოება • 1686046606

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1686045974

BBC დანგრეული კახოვკის ჰესის ვიდეოს აქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686044428

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში," წერს N...
მსოფლიო • 1686043385