ახალი შეტევა მედიაზე - ქართული ოცნება მარეგულირებ კომისიაში "მთავარ არხს", "ფორმულასა" და "ტვ პირველს" უჩივის

პოლიტიკა 1660035013

ოცნება

"ქართული ოცნება" კომუნიკაციების კომისიაში "მთავარ არხს", "TV პირველსა" და ტელეკომპანია "ფორმულას" იმ კლიპის გამო უჩივის, რომელიც აქციის "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორებმა მოამზადეს. ამ კლიპში ქართული ოცნების ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას აქტიურად ეწევა. კლიპმა ოცნება გააღიზიანა და მედიის წინააღმდეგ ახალი ე.წ სპეცოპერაციაც დაგეგმა.

მარეგულირებელმა კომისიამ სარჩელი 2 დღეში უნდა განიხილოს. სავარაუდოდ, ბექაურის უწყება კრიტიკულ მედიას მორიგ ფინანსურ სანქციას დააკისრებს.

"რა თქმა უნდა ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი და რა თქმა უნდა დაგვსჯის. ვფიქრობ, განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს მთავარი არხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ მათ. შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე მარეგულირებელმა კომისიამ 112 ათასი ლარით დაგვაჯარიმა პუტინის გამოსახულების გამო" ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

ქართული ოცნება თავის სარჩელში ამტკიცებს, რომ "შინ ევროპისკენ" კლიპი პოლიტიკური რეკლამა იყო, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში გავიდა ეთერში და რაც კანონდარღვევაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლამარა აბჟანდაძე
„ახალგაზრდებო, მეც, 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ“ - ლამარა აბჟანდაძე

სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს: „ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყო...

სოცმედია 1713248971

ტურძელაძე
„შესაბამისი იყო რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან, საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - „ოცნების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილზე

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდებ...

პოლიტიკა 1713248639

ლელა ჯეჯელავა
„დღე პოსტივი ჩემგან ოპოზიციონერ დოდოშკას გააკეთებს“ - ლელა ჯეჯელავა 

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს: გუშინ პოსტივის პატარა გოგო მუხლობრივად მთხოვდა განმარტებას რატომ არის კანონი რუსული. ვაჩვენე ქარდი , არ დაკმაყოფილდა. ჩაბჟირდა . დუგინის განცხადება ვაჩვენე ,...

სოცმედია 1713248308

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დღეს დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713248094

ზურა ხაჩიძე
„მიპარვა და ხელის აწევა არის ლაჩრობა! დანარჩენს როცა შეგხვდები პირში გეტყვი!“ – ზურა ხაჩიძე ალეკო ელისაშვილს

„არაკაცი ხარ ალეკო ელისაშვილო და მხდალი!“, – ასე ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა...

სოცმედია 1713247614

ლორია ცოლი
ვინ არის გიორგი ლორიას მეუღლე

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე" გვიზიარებს. გიორგის რჩეული სალი კოპალიანია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

სოცმედია 1713247501