„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

პოლიტიკა 1713295813

გიგა სოფრომაძე

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე"

„როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს?

ის რომ:

ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების იმაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა, ვიდრე ის მიღებულია დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში,
პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს უცხო ძალებად, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილ საქმიანობას აგენტურულად და მტრულად რაცხავს,
ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებთანაც ურთიერთობა კონსტიტუციაში გვიწერია და რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სოციალურ – ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოება, რა არის თუ არა მტრის – რუსეთის სასიკეთო საქმის კეთება?
ჩემს მეგობრებს, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით იცავენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ადაპტირებულ გარემოს და სხვადასხვა განმავითარებელ სერვისებს, ვინმე რატომ უნდა ეძახდეს აგენტს? ან ჩემი წარსული ნამუშევარი რატომ უნდა იყოს აგენტურულად მოხსენიებული?

ამ კანონს მე- 2, მე- 6 და მე- 9 მუხლი კი არ აქვს რუსული, მისი ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე.. მის მიღებას ერთი მხარდამჭერიც რომ არ ყავს, ეს ხომ ნიშნავს რომ რაღაც ცუდი იდეაა? და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაზიანებული, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, ხომ რუსეთია?

გამჭვირვალობას რაც შეეხება, მეც ვმუშაობდი არასამთავრობოში და ყველა გრანტი, რომელსაც ვიღებდი, მერიცხებოდა ეროვნული ბანკის გავლით.. ყველა დაქირავებულ პირსა და შესყიდვაზე ყოველ თვე დეტალურ დეკლარაციას ვუგზავნიდი შემოსავლების სამსახურს.. წლის ბოლოს ვგზავნიდი წლიურ დეკლარაციას.. ამას აკეთებს ყველა იურიდიული პირი, მნიშვნელობა არ აქვს ის არასამთავრობოა თუ სურსათის მაღაზია.. მისი მიზანი კი სწორედ შავი ფულის და დამალული გადასახადების გამოვლენაა და თუ ამაში ხარვეზი გვაქვს, არ ჯობია არსებული კანონი დავხვეწოთ, ვიდრე რაღაც არაფრის მომცემი, მაგრამ ყველაფრის წამრთმევი კანონი მივიღოთ?“, – წერს თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908