"ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენ არ გვაქვს ფუჭი გასროლების ფუფუნება... ნახევრად ბოიკოტი ემსგავსება მოედნის დატოვებას ივანიშვილისთვის" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა • 1679499663 815

არსებობს პოლიტიკური მოცემულობა, როცა თანამშრომლობა პოზიციების თანხვედრიდან გამომდინარე ეფექტურია, მაგრამ როცა ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვან ტაქტიკურ საკითხებზე, ერთი ფრაქციის ფორმატში მუშაობა უკუშედეგს იძლევა - ეს განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს მედიასთან გააკეთა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქარდავამ შესაძლოა ოპოზიციური ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" შესაძლოა დატოვოს, თავად დეპუტატი პასუხობს, რომ "საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციის დატოვებაზე ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ჯერჯერობით მიღებული არაა, თუმცა ვმსჯელობთ".
მისივე თქმით, ამგვარი მოსაზრება არსებობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი დეპუტატი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან დიალოგს გამართავს.
ედპ-ის ლიდერი ფრაქციის შესაძლო დატოვების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ დღევანდელ პოლიტიკური მოცემულობაში, დაუშვებელია ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებას მიმართავდეს, ქარდავა მიიჩნევს, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ქუჩისა და პარლამენტის ტრიბუნის ტანდემი.
ედპ-ის ლიდერი და ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს თანმიმდევრული და გადადგას დროში გათვლილი კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას "დისკომფორტს შეუქმნის და არა პირიქით".
"ოპოზიცია ბევრად უფრო თანმიმდევრული უნდა იყოს თავის ტაქტიკაში.
ვრჩები ერთგული ბრძოლის რადიკალური მეთოდების. ამავე დროს მიმაჩნია რომ დღეს აუცილებელია ქუჩისა და პარლამენტის ტრიბუნის ტანდემის გამოყენება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბოიკოტი კარგია იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს და იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი, რეჟიმის დასასრულებლად.
მაშინ, როცა დღის წესრიგში დგას ევროპული არჩევანი, როცა ქვეყნის დასავლური კურსი ფაქტობრივად უარყოფილია ხელისუფლების მიერ , ნებისმიერი რესურსი, ქუჩის პროტესტთან ერთად, უნდა მივმართოთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვრჩები ერთგული ბრძოლის რადიკალური მეთოდებისა, ამავე დროს მიმაჩნია, რომ ქუჩა და პარლამენტი - ეს ტანდემი უნდა მუშაობდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოიკოტი იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ ეჭვქვეშ დააყენებს პარლამენტის ლეგიტიმაციას და იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასასრულებლად. არის პოლიტიკური მოცემულობა, როცა ასეთი ნახევრად ბოიკოტი შესაძლოა დაემსგავსოს მოედნის დატოვებას ხელისუფლებისთვის და კომფორტის შექმნას. ტაქტიკური ნაბიჯები , რომელიც იდგმევა ოპოზიციის მხრიდან, არ არის თანხვედრი ჩვენს პოზიციებთან.
ასეთ პოლიტიკური მოცემულობაში, ჩვენ დღეს არ გვაქვს ფუჭი გასროლების ფუფუნება.
ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს თანმიმდევრული და ივანიშვილს უნდა უქმნიდეს დისკომფორტს და არა პირიქით" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" დატოვებას გეგმავს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

BBC დანგრეული კახოვკის ჰესის ვიდეოს აქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686044428

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში," წერს N...
მსოფლიო • 1686043385

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედ...
პოლიტიკა • 1686042946

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილი...
პოლიტიკა • 1686042835

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას ნოვა კახოვკას აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად დახმარება გაუწიოს. როგორც სანდუ წერს, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686042612