"არ არსებობს შანსი, EU-სთან მოლაპარაკებები დაიწყოს" - ევროპარლამენტარები კითხვაზე, რა მოხდება, თუ "ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს

პოლიტიკა 1713865861

ევროპარლამენტარები

რა მოხდება, თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს და რა იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება - "მთავარი არხის" ამ კითხვას ევროპარლამენტარები პასუხობენ.

ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება. ევროპარლამენტარი ასევე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსიც უკან უნდა გაიწვიონ.

"თუ ეს კანონი [რუსული კანონი] იქნება მიღებული, არ დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში შესვლაზე. ასეთი ტიპის კანონის მიღებით ევროკავშირში თქვენ ვერ შეხვალთ და მე ვფიქრობ, რომ მაშინ კანდიდატის სტატუსი გამოწვეული უნდა იყოს," - ამბობს კრამონი.
"ჩემი ჯგუფის სახელით, შემიძლია ვთქვა, არ არსებობს შანსი, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს, ასეთი კანონის მიღების ფონზე," - აცხადებს რასა იუკნევიჩიენე

"მთავარის" კითხვას უპასუხა ანა ფოტიგამაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს მოუსმინოს:

"ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ყველაფერი სწორად იქნება ჩატარებული. რასაკვირველია, პრობლემაა და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყური დაუგდოს ქართველ ხალხს. ვხედავთ მასიურ პროტესტს. ძალიან უცნაური იყო ისეთი კანონის ხელახლა შემოღება, რომელიც ამდენი დაპირისპირების მიზეზი გახდა," - განაცხადა ფოტიგამ.
რაც შეეხება პეტრას აუსტრევიჩუსს, ის აღნიშნავს, რომ რუსული კანონი და ასევე კანონი დაბეგრვაზე [იგივე ივანიშვილის "ოფშორების კანონი"]  ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება:

"ეს კანონი [რუსული] და კანონი დაბეგვრაზე, ნამდვილად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. ეს კანონი უარყოფს ორ რეკომენდაციას, რომელიც მიეცა საქართველოს და ეს შეიძლება იყოს დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე," - ამბობს აუსტრევიჩუსი.შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში პარტია "ახალის" თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი იყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908