"არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NDI-ის მისიას შეხვდნენ

პოლიტიკა 1721908822

გვარამია

ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხმების დაცვის მექანიზმები და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანია - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღება გაამახვილეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მისიის წარმომადგენლებს იმ გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ "ერთობის" წარმომადგენლებიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც და იმ პრობლემებზეც, რაც ამ კუთხით არსებობს.

"ვილაპარაკეთ იმაზე რას ვფიქრობთ, როგორ მიმდნარეობს მოვლენები, რა ხდება საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესები ცხადია, რომ უკვე დაწყებულია თან კარგა ხანია, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების ფორმებს, ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფორმების მეშვეობით არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს, გავუზიარეთ მათ ეს გეგმებიც. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ყველამ იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ოპოზიცია შეძლებს ხმების დაცვას და ამ გამარჯვების გაფორმებასაც", - თქვა "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244