პოლიტიკა • 1730304384
"დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე", - ამის შესახებ ევროკომისიის ვრცელ ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოს ეხება.
როგორც დოკუმენტში წერია, წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რომელიც რეკომენდაციებში აქამდეც იყო ხაზგასმული.
გთავაზობთ ამონარიდს ანგარიშიდან:
"მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებით გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში. გარდა ამისა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბრის თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის. საანგარიშო პერიოდში არ იყო პროგრესი საკონსულტაციო პროცესებში ან კანონპროექტებში და პოლიტიკის დოკუმენტებში წვლილის შეტანის კუთხით, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული ჩართულობის კუთხით", - წერია ანგარიშში.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი...
პოლიტიკა • 1730467064
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ვიზიტით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომის მიმნიჭებელი პროფესიული პროგრამის დელეგაცია ეწვია. ოცდასამკაციან დელეგაციას თსუ-ის ვი...
განათლება • 1730467003
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს – ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის...
სოცმედია • 1730464490
ესპანეთში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 205-ს მიაღწია. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის კიდევ გაზრდა. 202 დაღუპული ვალენსიის რეგიონში აღირიცხა. ესპანეთ...
მსოფლიო • 1730464316
პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხა...
პოლიტიკა • 1730463847
„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვ...
პოლიტიკა • 1730463662
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი