პოლიტიკა • 1731416515
ბაქოში კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამიტის მონაწილეებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე, ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს იქ ყოფნის გამო, უარი თქვა.
"ეს იყო პრეზიდენტის გააზრებული გადაწყვეტილება, "ოჯახური ფოტო" (Family Photo - ერთობლივი სამახსოვრო ფოტო) ოჯახური ფოტოა, პრეზიდენტს არ სურდა ლუკაშენკოსთან საერთო ფოტო ჰქონოდა," - განუცხადა Polsat TV-ს პოლონეთის ლიდერის დელეგაციის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლუკაშენკოს გვერდით უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დგანან.
კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენცია 11 ნოემბერს ბაქოში გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამიტს 200 ქვეყნიდან თითქმის 67 ათასი ადამიანი ესწრება. სამიტში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებმა.
არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...
პოლიტიკა • 1733471628
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...
პოლიტიკა • 1733471550
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი